ქართველი ემიგრანტი უკრაინის ომში

ქართველი-ემიგრანტი-უკრაინის-ომში717X699

ქართველი ემიგრანტი უკრაინის ომში – გიორგი კესარელი, ესპანეთში, კერძოდ კი გრანადაში, უკვე 5 წელია რაც ოჯახთან ერთად ემიგრაციაში ცხოვრობს.

ქართველი ემიგრანტი უკრაინაში გამგზავრებამდე, ერთ-ერთ დისკოთეკაზე, დაცვის სამსახურში მუშაობდა.

გიორგი წარმოშობით საქართველოდან, ახალციხიდანაა. მას დიდი სამხედრო გამოცდილება აქვს მიღებული ავღანეთის ომში. 2008 წელს იბრძოდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

როგორც მისი მეგობრები გვიყვებიან, ქართველი მებრძოლი, მე-7-ე კლასიდან მოყოლებული სამხედრო კადეტებში ირიცხებოდა. სამხედრო სამსახური მისი ცხოვრების ნაწილად იქცა, ბოლო წლებშიც, ემიგრაციაში წასვლამდე მოქმედი ჯარისკაცი იყო.

ახლა კი ყოფილი სამხედრო ესპანეთიდან, უკრაინაში ჩავიდა მოხალისედ და რუსული ოკუპაციის შესაჩერებლად იბრძვის ქართველი ლეგიონერების მხარდამხარ.

ქართველი ემიგრანტის გადაწყვეტილება არ გამოჰპარვია ესპანურ პრესასა და ტელევიზიას.

ვეტერანი სამხედრო ესპანელ ჟურნალისტთან ინტერვიუში აცხადებს:

ეს ომი მხოლოდ ჩემი არაა, ის ყველასია, თუკი ამ ყველაფერს ახლა არ შევაჩერებთ, მომავალში უკვე ჩემს შვილს მოუწევს იგივე მტერთან ბრძოლა. მე კი არ მსურს ჩემმა შვილმა იცოდეს, თუ რა არის „ომი“ – გიორგი კესარელი.

როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოცემა „ელ მუნდო“ იტყობინება, გიორგი, ადამიანების გადარჩენის პროცესში 2004 წლიდან იყო ჩართული, ჯერ კიდევ იმ დროიდან როდესაც სულ რაღაც 14 წლის იყო.

სამხრეთ კავკასიაში პირველივე თოფის გასროლისას აქტიურად ჩაება დაჭრილების ცხელი წერტილიდან გამოყვანაში. ასევე პარამედიკოსებს, დახმარებას უწევდა დაჭრილებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში.

„ახლაც არ შემეძლო მშვიდად ცხოვრება და ამ ყველაფრის ყურება თუ როგორ კლავენ ბავშვებს და ორსულ ქალებს. ეს ომი არაა“ – ამ ქვესათაურით, აქვეყნებს ესპანური პრესა გიორგი კესარელთან ინტერვიუს.

ქართველი მებრძოლის შესახებ, ვრცელი სიუჟეტი მოამზადა ესპანეთში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ტელეკომპანიამ – „ლა სექსტამ“.

აქვე გთავაზობთ ესპანელების მიერ მომზადებულ სიუჟეტს, ქართული ტიტრებით:

როგორც ცნობილია, გიორგი კესარელი. პირველი არაა ვინც ემიგრანტის მშვიდი ცხოვრება მიატოვა და უკრაინის მხარეს იბრძვის. საქართველოდანაც ბევრი მებრძოლი ჩავიდა მოხალისედ უკრაინის დასახმარებლად.

იმ სამხედროებისთვის, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ გასაგებია, რომ დღეს უკრაინას და საქართველოს საერთო მტერი ყავს, რუსეთის სახით.

იქ ახლა 2008 წლის ომში დაღუპული ქართველების მკვლელები თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას.

უკრაინის რუსეთზე გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება იქნება – დამარცხება, კი უმძიმესი განაჩენი.

სწორედ ამიტომაა რომ ქართველი მებრძოლები, დღეს უკრაინის სახით, საქართველოს მომავლისთვისაც იბრძვიან.

დღეის ცნობით უკრაინის ომში ოთხი ქართველი მეომარია გარდაცვლილი, ორი მათგანი უკვე პატივით მიაბარეს საქართველოს მიწას.

გიორგის გამარჯვებას და შინ მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებთ!

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI