ქართველი მებრძოლების ტრიუმფი კატალონიის ჩემპიონატზე

სამი ქართველი ჩემპიონი ბარსელონაში

27 აპრილი 2025 წელი — ბარსელონაში გამართულ კატალონიის MMA ჩემპიონატზე ორი

ქართველი სპორტსმენი, დიმიტრი ბარაქაია და გიორგი ლაბაძე, თავიანთ წონით კატეგორიებში ჩემპიონები გახდნენ, წინა დღით კი ბექა ართილაყვამ ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა MMA-ში. ეს გამარჯვება არა მხოლოდ მათი პირადი წარმატებაა, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე.

დააწკაპუნე ფოტოზე

ბექა ართილაყვა 25 წლის, გურიის სოფელ სუფსიდანაა, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი. 2023 წელს საცხოვრებელი პრობლემების გამო ემიგრაციაში წავიდა და ესპანეთში დასახლდა, სადაც თავდაპირველად მშენებლობაზე მუშაობდა. 2024 წლის მაისში დაიწყო MMA-ში ვარჯიში და უკვე 2025 წლის 26 აპრილს, Gamma ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ესპანეთის ჩემპიონატზე ჩემპიონობა მოიპოვა. ამჟამად პარალელურად ასწავლის ჭიდაობას და ემზადება პროფესიონალურ MMA-ს კარიერის დასაწყებად. მისი მიზანია მსოფლიო ჩემპიონობა და დიდი ორგანიზაციების ასპარეზზე მოხვედრა.

დააწკაპუნე ფოტოზე

დიმიტრი ბარაქაია — 75 კგ წონით კატეგორიაში კატალონიის ჩემპიონი გახდა

დიმიტრი ბარაქაიამ 75 კგ წონით კატეგორიაში სამი ბრძოლა ჩაატარა და სამივეში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ამჟამად ის კატალონიის ნაკრების წევრია და 6-7 ივნისს ესპანეთის ჩემპიონატზე კატალონიის სახელით იასპარეზებს.

„ჩემთვის ეს გამარჯვება კარიერულად ძალიან მნიშვნელოვანია. წინ ბევრი მნიშვნელოვანი ბრძოლა მელის,“ — აღნიშნა დიმიტრიმ.

დააწკაპუნე ფოტოზე

გიორგი ლაბაძე — 70 კგ წონით კატეგორიაში კატალონიის ჩემპიონი

გიორგი ლაბაძე, 25 წლის ქართველი სპორტსმენია, რომელიც 17-18 წლის ასაკში ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სულ ახლახანს კი 70 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მანამდე კი ის ჭიდაობაში, ესპანეთის შვიდგზის ჩემპიონი იყო ხოლო, 2024 წელს უკვე MMA-ში გადავიდა. მისი მიზანია UFC-ში მოხვედრა და საერთაშორისო დონეზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.

„ეს გამარჯვება ჩემთვის დიდი სტიმულია. ვაგრძელებ მზადებას და მიზნად ვისახავ UFC-ში შესვლას,“ — განაცხადა გიორგიმ.

ქართველი სპორტსმენების როლი ბარსელონაში

ორივე სპორტსმენი აღნიშნავს, რომ ბარსელონაში მრავლად არიან ქართველი სპორტსმენები, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში წარმატებით ასპარეზობენ. აღსანიშნავია ბარსელონაში არსებობს მოქმედი ქართული ბოქსის კლუბი — Club de Boxa Iberia სადაც ქართველ ძალოსნებთან ერთად ესპანელებიც ვარჯიშობენ.

მომავალი გეგმები

ორივე მებრძოლს წინ მნიშვნელოვანი შეჯიბრებები ელის:

  • 10 მაისი — Copa del Rey (გიორგი ლაბაძე, ჭიდაობა 67 კგ)
  • 6-7 ივნისი — ესპანეთის MMA ჩემპიონატი

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI