ქართული თეატრის პრემიერა ბარსელონაში

ქართული-თეატრის-პრემიერა-ბარსელონაში1380X1000

ქართული თეატრი, რომელიც ბარსელონაში ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში აღმოვაჩინეთ, კვლავაც განაგრძობს განვითარებას. ამჯერად თეატრალურმა სტუდიამ ყველაზე ახალგაზრდა ემიგრანტები გააერთიანა და ბარსელონას მერიის და ასოციაციის „Associació Casal Font d’en Fargues“-ის ხელშეწყობით 25 იანვარს, დაგეგმილია „საშობაო ზღაპრის“ დადგმა ქართულ ენაზე.

ქართულ თეატრალურ სტუდიას, საფუძველი ჩაუყარა ქართველმა მსახიობმა ნანა კუხალეიშვილმა, რომელიც ემიგრანტების რიგებს სულ რამდენიმე წლის წინ შემოუერთდა.

ემიგრაციაში ცხოვრების მიუხედავად, ქართველმა მსახიობმა, რომელიც საზოგადოების ფართო მასებმა „ჩემი ცოლის დაქალების“ სერიალიდან გაიცნო, პროფესიას არც უცხოეთში უღალატა და დღემდე აგრძელებს სხვადასხვა სამსახიობო წრეების შექმნას, რომელიც ემიგრანტებს სულიერ საზრდოს აძლევს და განსაკუთრებით ულამაზებს შინაგან სამყაროს ჩვენს პატარებს.

25 იანვარის სპექტაკლის შესახებ, უკვე დაიდო ინფორმაცია ბარსელონას მერიის ოფიციალურ გვერდზეც, თუ გსურთ თქვენ და თქვენმა პატარებმა ისიამოვნოთ, არ გამოტოვოთ ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. ბილეთები უკვე შეგიძლიათ დაჯავშნოთ სიმბოლურ ფასად.

ბილეთის ღირებულებაა – 5 €

დაჯავშნეთ ბილეთები, დააწკაპუნეთ ამ ტექსტზე 👈

სინოპსი:

„ნაწარმოების მთავარი გმირი, ებენზერ სკრუჯი მხოლოდ ფულზე ფიქრობს. სიყვარული და გულმოწყალება არასოდეს ეტევა მის ცივ და დაბნეულ გულში. ახლა კი, როცა შობა ახლოვდება, ის უარესად ცუდ ხასიათზეა, ვიდრე ოდესმე. მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ჩამოახრჩობდა ყველას, ვინც მას ბედნიერ დღესასწაულებს უსურვებდა.

 მოხუცი სკრუჯი ამჯობინებს მარტო სადილს თავის პირქუშ სახლში. სწორედ იქ, დაახლოებით შუაღამისას, მისი გარდაცვლილი პარტნიორის, ჯეიკობ მარლის აჩრდილი დაბრუნდება შემდგომი ცხოვრებიდან, რათა მიაწოდოს მას მესიჯი, რომელიც შეცვლის მის ცხოვრებისეულ გაგებას“.

ავტორი: ჩარლზ დიკენსი

სტუდია: Cia. GeoArt 

თარიღი: 25 იანვარი, 19:00 საათი

რეჟისორი: ნანა კუხალეიშვილი

📍მისამართი: პედრელის ქუჩა 67, ორტა-გინარდო, ბარსელონა . 08032

დაჯავშნეთ ბილეთები, დააწკაპუნეთ ამ ტექსტზე 👈

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI