ქართული ლიტერატურის კუთხე ვალენსიაში

ქართული-ლიტერატურის-კუთხე-ვალენსიაში1080X1080

ქართული ლიტერატურის კუთხე ვალენსიაში / „პირველად ქართული წიგნის და ქ. ვალენსიის ისტორიაში, ვალენსიაში და მის შემოგარენში

მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, შესაძლებლობა მიეცემათ ქართული და ქართულენოვანი წიგნებით ისარგებლონ“.

აქვეყნებს სოციალურ ქსელში პოსტს, ქართველი ემიგრანტი თამარ ზირაქაძე ესპანეთიდან და თან ურთავს, ქართული წიგნებისთვის გამოყოფილი კუთხის ფოტოებს, ვალენსიის საჯარო ბიბლიოთეკიდან.

ქ. ვალენსიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, თამარ ზირაქაძე, რომელიც ასოციაცია ,,პატარა საქართველო ვალენსიაში“ და  მასთან არსებული ქართული სკოლის დამფუძნებელია, აქტიურადაა ჩართული ემიგრაციულ საკითხებში.

სწორედ ამ ქალბატონის მეშვეობით მოხდა ქართული ლიტერატურისთვის ადგილის გამოყოფა ქალაქის ბიბლიოთეკაში.

ჩემი ინიციატივით და „პილარ ფაუსიის“ სახელობის ვალენსიის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ბ. რომა სეგის თანადგომით ასოციაციის “პატარა საქართველო ვალენსიაში”-ის სახელით, ქალაქის ბიბლიოთეკამ

ქართული და ქართულენოვანი წიგნებისთვის კუთხე გამოყო, სადაც ამ ეტაპზე, ოცდაათამდე წიგნია წარმოდგენილი. შეძლებისდაგვარად წიგნებს დრო და დრო დავამატებ – აცხადებს თამარ ზირაქაძე.

როგორც ჩანს ამ ინიციატივას ყავდა კოლაბორანტები, ადგილობრივი ქართველი ემიგრანტების სახით, რომლებიც ქართული სკოლის საქმიანობაში არიან ჩართულები.

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ვინც ამ კეთილ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს და წიგნები მომაწოდეს. ესენია:

ნათია რობაქიძე ,რომელმაც კარგად იცის თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ქართული ენის, დამწერლობის და კულტურის პოპულარიზაციას ჩვენი ქვეყნისთვის, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის და ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.

მაკა ხაჭაპურიძე _ ასოციაციასთან “პატარა საქართველო ვალენსიაში” არსებული ქართული საკვირაო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

მარიკა კაპანაძე (დედა) _ მწერალი, რომელმაც არა ერთი ლამაზი ლექსი მიუძღვნა ჩვენი საკვირაო სკოლის მერცხლებს.

ესპანეთი, ზოგადად სხვადასხვა კულტურებთან გახსნილი ურთიერთობებით გამოირჩევა და მისი პოლიტიკა, მცირე ერებთან და ემიგრანტებთან მიმართებაში, საკმაოდ ლოიალურია.

ძირითადად ჩვენი, ემიგრანტების აქტიურობა განაპირობებს საქართველოს წარმოჩენას უცხოეთში, ამიტომაც ნებისმიერი მსგავსი ინიციატივა ჩვენი ქვეყნისთვის მეტი ცნობადობის და პოპულარიზაციის წინაპირობაა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული ლიტერატურის დეფიციტია ემიგრაციაში თამარ ზირაქაძის ინიციატივა შესაძლოა სხვა ემიგრანტებისთვის მისაბაძი ფაქტი გახდეს.

იმედია უცხოეთის სხვადასხვა ბიბლიოთეკებში, შესაძლებელი იქნება ქართული ლიტერატურის განთავსება, რადგან ვალენსიაში, ეს პრეცენდენტი უკვე არსებობს.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI