ქონების გადასახადი საქართველოში — რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა

ქონების-გადასახადი-საქართველოში1079X647

თუ თქვენ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საზღვარგარეთ და საქართველოში ფლობთ ბინას, ავტოფარეხს ან სხვა უძრავ ქონებას, უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გაქვთ ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება.

ვინ არის ვალდებული გადაიხადოს ქონების გადასახადი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელი არის ყველა ფიზიკური პირი, ვინც ფლობს უძრავ ქონებას ქვეყნის ტერიტორიაზე — მიუხედავად მოქალაქეობისა ან საცხოვრებელი ადგილისა. ეს ნიშნავს, რომ გადასახადის გადახდის ვალდებულება ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე არარეზიდენტ უცხოელებზეც.

დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება

ქონების გადასახადის დეკლარაცია უნდა წარადგინოთ ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე — www.rs.ge. დეკლარაციაში მიუთითებთ წინა წლის განმავლობაში თქვენსა და თქვენი ოჯახის შემოსავალს, მათ შორის საქართველოში და საზღვარგარეთ მიღებულ შემოსავალს (თუ ხართ საქართველოს რეზიდენტი). თუ დეკლარაცია არ წარადგინეთ, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია თვითონ დაგირიცხოთ სავარაუდო გადასახადი უმაღლესი განაკვეთით.

გადასახადის ოდენობა და 40 000 ლარის ზღვარი

გადასახადის ოდენობა დამოკიდებულია ოჯახის წლიურ შემოსავალზე. თუ ოჯახის წლიური შემოსავალი წინა წელს არ აღემატება 40 000 ლარს, ქონების გადასახადის გადახდა არ გიწევთ. თუ შემოსავალი აღემატება ამ ზღვარს, ქონების გადასახადი დაირიცხება დიფერენცირებული განაკვეთით (ჩვეულებრივ 0.05%-დან 1%-მდე).

მიწაზე ქონების გადასახადის გამომთვლელი


მიწაზე ქონების გადასახადის გამომთვლელის მეშვეობით, შეგიძლიათ, გაარკვიოთ გადასახდელი თანხის რაოდენობა (ბმულზე გადასასვლელად დააწკაპუნეთ ტექსტზე).
„მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელსაც საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში აქვს დასაბეგრი მიწა ან სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით, მფლობელობაში ან/და სარგებლობაში აქვს, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე“- გვეუბნება ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ტექსტი.

რა ხდება, თუ შემოსავალი მიღებულია უცხოეთიდან

თუ თქვენ ხართ საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი (ანუ საქართველოში ცხოვრობთ წელიწადში 183 დღეზე მეტხანს), მაშინ ქონების გადასახადის გამოთვლისას ითვალისწინებენ თქვენს მთელ მსოფლიო შემოსავალს — როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მიღებულს.

თუ არ ხართ საქართველოს რეზიდენტი, მაშინ საგადასახადო მიზნებისთვის მხოლოდ საქართველოში მიღებული შემოსავალი ითვლება.

არარეზიდენტების ჯგუფში მოაზრება ყველა ემიგრანტი, რადგან, როდესაც 180 დღეზე მეტ ხანს ვიმყოფებით ქვეყნის გარეთ, ჩვენ უკვე არარეზიდენტები ვართ და ევროპაში მიღებულ ჩვენს შემოსავლებს, საქართველოში აღარ ვაფიქსირებთ

• რეზიდენტი – ქონების გადასახადი დგინდება სრულ წლიურ შემოსავალზე დაყრდნობით;
• არარეზიდენტი – მხოლოდ საქართველოში მიღებულ შემოსავალზე.

რა ხდება გზავნილის შეთხვევაში?


ამ შემთხვევაში, ვის სახელზეც ხდება გზავნილის გადარიცხვა მას ეთვლება შემოსავლად თქვენგან მიღებული თანხა.

როგორ ჯობია მოიქცნენ ემიგრანტები?


ამ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალია, ემიგრანტმა საკუთარ სახელზე გახსნას ანგარიში და გზავნილი საკუთრ სახელზე მიიღოს, რომ ოჯახის წევრები არ დაბეგროს სახელმწიფომ. ეს დაგეხმარებათ საკუთარი ფინანსების განკარგვაში და ზედმეტი გადასახადების აცილებაში.

თუ გურთ გახსნათ ქართული ანგარიში დისტანციურად, შეგვეხმიანეთ შემდეგ ნომერზე და ჩვენი გუნდი უფასოდ მოგემსახურებათ:


+34 652 62 28 84

Tamara Burduli – GEOLEXIS SLP
Rambla de Catalunya 66, 5ºC, Barcelona
www.geolexis.es

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI