ღია კარის დღე ბარსელონაში

ღია კარის დღე ბარსელონაში/ 23 აპრილს კატალონიაში, ტრადიციულად „სანტ ჯორდის“ ჩვენებურად კი წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით მთელს კატალონიაში განსაკუთრებით კი ბარსელონაში, უამრავი კულტურული ღონისძიება და ფესტივალი გაიმართება,

რაც აგრეთვე შესაძლებლობას მოგცემთ დატკბეთ და უფასოდ დაათვალიეროთ ისეთი საკულტო შენობები, რომლებიც ამ დღესთან დაკავშირებით ვიზიტორებისთვის უფასოდ გაიხსნება.

ოფიციალურად ეს დღე არ ითვლება „უქმე“ დღედ

სანტ პაუს ჰოსპიტალი (RECINTO MODERNISTA DE SANT PAU)

ბარსელონას ისტორიული საავადმყოფო „ჰოსპიტალი სანტ პაუ“ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ემბლემატური მოდერნისტული შენობაა რომელსაც ქალაქის ცენტრში უზარმაზარი ტერიტორია უკავია.

ეს სამედიცინო დაწესებულება დღესდღეობითაც აგრძელებს ფუნქციონირებას თუმცა უკვე ბევრად უფრო თანამედროვე შენობაში,

ხოლო ისტორიული ნაწილი შენარჩუნებულია ძველი იერით და სახელმწიფოს კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, რომელსაც დამთვალიერებლები ხშირად სტუმრობენ.

სამუშაო საათებია: 10:00-17:00

მისამართი: C. San Antonio María Claret, 167

მეტრო:   San Pablo – Dos de May (ლურჯი ხაზი- L5)

სტანდარტული ფასები:

თავისუფალი: 16 €

გიდით: 20 € / 5 € (3-დან  12 წლამდე ბავშვები)

აუდიოგიდი: 4 €

აუდიოგიდის აპლიკაცია: 3 € (სალაროებში)

მიეს ვან დერ როეს პავილიონი (PABELLÓN MIES VAN DER ROHE)

Mies van der Rohe-ის პავილიონი რომელიც „მუნჯუიკის“ მთაზ ეა განთავსებული, პირველად 1929 წელს გაიხსნა ბარსელონას საერთაშორისო გამოფენისთვის და გერმანელ არქიტექტორებს ეკუთვნის.

შენობა განკუთვნილია საგამოფენო ექსპოზიციებისთვის და გამოირჩევა მინიმალისტური დიზაინით იგი სხვადასხვა თაობის არქიტექტორების მუზად იყო ქცეული.

პავილიონში მოწყობილი იქნება წიგნების კუთხე.

სტანდარტული ფასი: 8 ევროდან

სამუშაო საათებია: 10:00-20:00

მისამართი: Av. de Francesc Ferrer i Guàrdia, 7, 08038 Barcelona

კატალონიის ბიბლიოთეკა (BIBLIOTECA DE CATALUNYA)

კატალონიის ბიბლიოთეკის მოსანახულებლად დაგჭირდებათ წინასწარი ჯავშანი რათა მოინახულოთ ბიბლიოთეკის საცავში დაცული უიშვიათესი კოლექციები, რომელიც სპეციალურად 23 აპრილისთვის გამოიფინება.

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  9-დან  20-მდე

(შაბათს 09:00-14:00)

მისამართი: Calle del Hospital, 56. 08001 Barcelona.

საგრადა ფამილია (SAGRADA FAMILIA)

გაუდის არქიტექტურული შედევრი და ბარსელონას მშვენება, რომელიც უკვე 100 წელზე მეტია შენდება ამ დღისთვის უფასოდ გაიხსნება იმ მნახველებისთვის, ვისაც- ჯორდი ან ჯორდინა ქვია.

ან უფასოდ შესვლისთვის ესტუმრეთ მისაზე 9-დან 10 საათამდე

სტანდარტული ფასები: 26 €-დან

მისამართი: Calle Mallorca, 401 Barcelona 08013 (España)

ჟენერალიტეტის სასახლე (PALAU DE LA GENERALITAT)

უნიკალური შესაძლებლობა მოგეცემათ დაათვალიეროთ კატალონიის პარლამენტი სადაც დამთვალიერებელი სასახლის დაბლა სართულზე მოინახულებს, „კლავეს დარბაზს“, „პრესის დარბაზს“ და აუდიტორიას.

დიდგვაროვანთა სართულზე კი ეწვევით ისეთ დარბაზებს როგორიცაა „ტაპიეს“, „ტორეს გარსია“, „სამთავრობო“, „სანტჯორდის კაპელია“, „საგრისტია“ და „სანტჯორდის სალონი“.

ღია სივრცეში ხელმისაწვდომი იქნება „ტარონგერის ბაღები“

მისამართი: Plaça de Sant Jaume, 4

ბარსელონას კულტურის სახლი (ATENEU BARCELONÈS)

გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, თეატრალური დადგმები, რომელშიც დამსწრე საზოგადოებასაც შეეძლება მონაწილეობის მიღება. ასევე წევრობისთვის გადასახდელ თანხაზე იქნება შეღავათიანი ფასები.

კატალონიურის სწავლების ინსტიტუტი (INSTITUT D’ESTUDIS CATALANS)

ეს ინსტიტუტი ასევე არის კულტურის ცენტრი სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ კატალონიური ენის ისტორიას და იხილოთ უიშვიათესი ხელნაწერები.

მისამართი: Calle del Carme, 47, 08001 Barcelona.

ტელ: 932 701 620

„გუელის პარკი“ (PARC GÜELL)

„გუელის პარკი“ რომელიც ანტონიო გაუდის არქიტექტურას წარმოადგენს ვიზიტორებისთვის წინასწარი რეზერვის შემთხვევაში გაიხსნება უფასოდ და უპირატესობა მაინც ადგილობრივ რეზიდენტებს მიენიჭებათ.

მისამართი: Carrer d’Olot, s/n, 08024 Barcelona, Spain

  • 10:00 a 17:30 horas.

კატალონიის არქეოლოგიის მუზეუმი (Museu d’Arqueologia)

მისამართი:

Paseo de Santa Madrona, 39-41 | Parque de Montjuïc. 08038 Barcelona | 93423.21.49 

  • სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით – 9.30 /19:00
  • კვირას და სადღესასწაულო დრეებში: 10:00 / 14:30
  • ორშაბათს დახურულია
  • სადღესასწაულო დღეებში სამუშაო საათებია: 24, 31 დეკემბერს (10 /14:30)
  • დაკეტილია: 25, 26 დეკემბერს და 1 იანვარს.

კატალონიის ისტორიის მუზეუმი (Museu d’Història de Catalunya)

  • 10 a 14.30

მისამართი: Plaza de Pau Vila, 3, Barcelona

სამუშაო საათები: 93 225 42 44 (ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, 10 a 14h y 15.30-17.30h)

პარასკევს: 9:30 / 14:00

იხილე სტატია ამ თემაზე დააწკაპუნე აქ

სანტ-ჯორდის-დღესასწაული-კატალონიაში645X509
გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI