მედიტერანიული სამზარეულო -dieta mediterránea-აღიარებულია, როგორც ყველაზე ჯანსაღი კვება. ხმელთაშუა ზღვის დიეტა აშშ– ს ახალი ამბებისა და მსოფლიო ანგარიშის საუკეთესო დიეტების ყოველწლიურ რეიტინგში წლიდან-წლამდე ზედა დონეებს იკავებს.
ექსპერტების, არაერთი სამედიცინო ორგანიზაციისა და დიეტოლოგის აზრით, ხმელთაშუა ზღვის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ჩვენი ჯანმრთელობის დაცვისთვის.
,,ხმელთაშუა ზღვის დიეტა” ზოგადი ტერმინია, რომელიც ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე ქვეყნების ტრადიციულ კვებით ჩვევებს ეფუძნება.
არ არსებობს ხმელთაშუა ზღვის დიეტის მკაცრად განსაზღვრული სტანდარტი.

ხმელთაშუა ზღვას, მინიმუმ ,16 ქვეყანა ესაზღვრება. კვებითი სტილი ამ ქვეყნებში და თითოეული ქვეყნის რეგიონებშიც კი, განსხვავებულია,
კულტურის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის, ეკონომიკის, გეოგრაფიისა და სოფლის მეურნეობის წარმოების თვალსაზრისით არსებული განსხვავებებიდან გამომდინარე.
ამასთან, არსებობს რამდენიმე საერთო ფაქტორიც: ხმელთაშუა ზღვის სტილის დიეტა ტიპიურად მოიცავს და ყურადღებას ამახვილებს
ბოსტნეულზე, ხილზე, მარცვლეულზე, ლობიოსა და პარკოსნებზე; მოიცავს ნაკლებცხიმიან ან უცხიმო რძის პროდუქტებს, თევზს, ფრინველის ხორცს, არატროპიკულ მცენარეულ ზეთებსა და თხილეულს;
ზღუდავს შაქრის, შაქრიანი სასმელების, ნატრიუმის, მაღალდამუშავებული საკვების, რაფინირებული ნახშირწყლების, გაჯერებული ცხიმებისა და ცხიმიანი ან დამუშავებული ხორცის დამატებით მოხმარებას.
აღნიშნულ კვებით სტილს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს გულის დაავადებების და ინსულტის პროფილაქტიკასა და ისეთი რისკ-ფაქტორების შემცირებაში, როგორებიცაა სიმსუქნე, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი შემცველობა და არტერიული წნევა.
რაც შეეხება ღვინოს, -ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მცხოვრები ადამიანების ნაწილი სვამს ალკოჰოლს, ზოგი კი, – არა. ხმელთაშუა ზღვის დიეტის მრავალი ვერსია შეიცავს ღვინოს საჭმელთან ერთად.
არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ პირველი ხარისხის ზეითუნის ზეთით მდიდარმა ხმელთაშუა ზღვის დიეტამ, შესაძლოა,
სხეულს ხელი შეუწყოს არტერიებიდან ჭარბი ქოლესტერინის განდევნასა და სისხლძარღვების ღიაობის შენარჩუნებაში.

ნატო მეგუთნიშვილი