ყოველი თვის 3 რიცხვში, ბარსელონა, ნათია გულბანს გაიხსენებს

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 3 ივნისს, ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ახალგაზრდა ქართველი ქალის ნათია გულბანის გარდაცვალების შესახებ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა ბარსელონაში.

თავდაპირველად, გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული იყო  ავნიდან გადმოვარდნა, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო თვითმკვლელობით.

მოგვიანებით  სასამართლომ  გარდაცვალების გამომწვევი  საეჭვო გარემოებების გამოძიება დაიწყო, აქედან გამოდინარე, ამ ეტაპზე,  დროებით დაკავებულია ახალგაზრდა ქალის საქმრო.

ესპანეთში არსებობს სასამართლოები, რომლებიც სპეციალიზირებულია ქალთა მიმართ ძალადობაზე და ასევე არსებობს პროკურატურის სპეციალური სამსახური ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში,

რომელიც პასუხისმგებელია გენდერული მიზეზების გამო მკვლელობის, მათ შორის ქალთა მკვლელობების გამოძიებაზე.

ეს ჯგუფები ფლობენ  მაღალი დონის სპეციალობას ამ საკითხში და ატარებენ ძალიან დეტალურ, ტექნიკურ გამოძიებას, სასამართლო პოლიციასთან კოორდინირებულად.

ნათიას ოჯახმა საჭიროებიდან გამომდინარე დაიქირავა ადვოკატი ფემიციდის სპეციალობით, რადგან ეს ის პროცესებია, რომლიც საჭიროებს დიდი პრაქტიკული გამოცდილების ქონას ამ ტიპის საქმეებში.

იურიდიული რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე არის ყოვლისმომცველი იურიდიული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა, რადგან ასეთ ვითარებაში, ოჯახი ვარდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში,

რა დროსაც მათ უწევთ სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვა, ტკივილთან გამკლავება, სასამართლო პროცესის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და უთვალავი ადმინისტრაციული თუ სამართლებრივი პროცედურების წარმოება.

მათ შორის ცხედრის გადასვენება და დაკრძალვა.

ეს მომენტები ძალიან რთულია ნებისმიერი ოჯახისთვის და ახლობლებისთვის, რა დროსაც სჭირდებათ მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემა, რომ მათ მუდმივად არ დაუსვან არასასურველი კითხვები.

მნიშვნელოვანია, რომ გავცელებულმა ჭორებმა არ დაამახინჯონ ინფორმაცია მომხდარის შესახებ და ეჭვქვეშ არ დადგეს ოჯახის და მსხვერპლის ღირსება.

ასევე აღსანიშნავია, რომ სოციალურ დონეზე ნათიას გარდაცვალებამ ბიძგი მისცა ძალიან ამაღელვებელ პროცესებს,

რომელშიც ჩართულია სხვადასხვა ჯგუფები ბარსელონას სამეზობლო, ქართული ემიგრაცია ესპანეთში და ფემინისტური საზოგადოება.

მსგავსი აქტიურობა აგრძნობინებს ოჯახს, რომ ხალხისგან აქვს დიდი მხარდაჭერა, რაც ასევე ქალებს უჩვენებს, რომ ისინი არ არიან მარტონი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ეს არის სოციალური გზავნილი, იმის შესახებ რომ ყველა ქალი მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის.

ნათიას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ, ქართველი ქალების გარკვეულ ნაწილს მისცა ბიძგი წერტილი დაესვათ ოჯახში მათ მიმართ არსებული ძალადობრივი ფაქტებისთვის.

ბევრმა მათგანმა გაბედა და დახმარებისთვის მიმართა ქალთა დაცვის ორგანიზაციებს.

ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ რომ სასამართლო პროცესი იქნება ხანგრძლივი.

მნიშვნელოვანია, რომ ნათიას ოჯახმა საზოგადოებისგან იგრძნოს საერთო მხარდაჭერა მთელი ამ ბრძოლის განმავლობაში, რათა დადგინდეს სიმართლე და აღსრულდეს სამართლი.

3 ივლისის აქცია ბარსელონაში. ნათია გულბანის ხსოვნის საპატივცემულოდ.

ფემინისტური ორგანიზაციების ინიციატივით ყოველ თვე, 3 რიცხვში, მარაგალის მეტროსთან, ნათია გულბანის ხსოვნის საპატივცემულოდ გაიმართება საპროტესტო აქციები „მანამ სანამ სიმართლე არ დადგინდება“ – აცხადებენ ადგილობრივები.

აქციაზე, ტრადიციულად გააკრიტიკეს სახელმწიფო ინსტიტუციები და პოლიცია.

აქციის მონაწილეების თქმით, არც ერთი უწყება არ აღმოჩნდა ეფექტური რომ ახალგაზრდა ქალის სიკვდილი თავიდან აერიდებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ ტრაგიკულ მოვლენებამდე, ამ მისამართზე, პოლიციის ეკიპაჟის რამდენიმე გამოძახებაა რეგისტრირებული, ქალზე ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI