მერაბ დვალიშვილი: შავი და თეთრი ფაფახის დაპირისპირება ოქტაგონზე

El-enfrentamiento-de-"Fafajas"-blanco-y-negro en el-octágono1514X1471

მერაბ დვალიშვილი და უმარ ნურმაგომედოვი მსოფლიო შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) უდიდესი პლატფორმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს 2025 წლის 18 იანვარს (ევროპის დროით 19 იანვრის დილის 4:00 საათზე). ეს ბრძოლა შედგება კალიფორნიის ქალაქ ინგლევუდში და წარმოადგენს UFC 311-ის ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ აქტივობას.

მერაბ დვალიშვილი – მეტსახელად “მანქანა”

მერაბ დვალიშვილი ქართველი მებრძოლია, რომელიც გამოირჩევა აქტიური ენერგიით, ძლიერი ჭიდაობით და დაუღალავი ტემპით. მისი მეტსახელი “The Machine” (მანქანა) მის შეუჩერებელ სტილსა და დაუღალავ ბრძოლისუნარიანობას ასახავს. 33 წლის ქართველმა 2024 წელს UFC-ის ფავოტი, შონ ო’მალი დაამარცხა და სატიტულო ბრძოლა მოუგო.

  • წონა: 61.2 კგ (135 lbs).
  • სტილი: ძლიერი ჭიდაობა, მაღალი ამტანობა.
  • შესანიშნავი უნარები: მერაბი ცნობილია ბრწყინვალე დაცვით, კარდიოთი და შეტევით, რაც მას განსაკუთრებულ კონკურენტად აქცევს.
  • დვალიშვილის ანგარიშზე,18 მოგება და 4 წაგება ფიქსირდება.

მერაბი არ ერიდება საუბარს ამერიკაში გატარებული მძიმე წლების შესახებ, სადაც იგი მშენებლობებზე მუშაობდა და მძიმე ფიზიკურ სამუშაოებს ასრულებდა. თუმცა ემიგრაციის მძიმე წლებშიც კი არ შეუწყვეტავს აქტიური ვარჯიში.

მან შექმნა საკუთარი თავი და განუმეორებელი სტილი, დაუღალავი შრომისა და ჯაფის შედეგად.

უმარ ნურმაგომედოვი – კლანური მემკვიდრეობა

უმარ ნურმაგომედოვი დაღესტნელი მებრძოლია და UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ვარსკვლავი. ის არის ნურმაგომედოვების ოჯახის წევრი, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი, რომელიც MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლად არის აღიარებული.

უმარი დაუმაცხებელია თავის პროფესიულ კარიერაში და აერთიანებს სამბოს, ჭიდაობისა და ტექნიკური დარტყმების სრულყოფილ კომბინაციას. დაღესტნელი მებრძოლი 25 იანვარს გახდება 29 წლის,

  • წონა: 61.2 კგ (135 lbs).
  • სტილი: სამბო, ჭიდაობა, დარტყმები.
  • კარიერა: უმარი ამ ეტაპზე დაუმარცხებელია, რაც მის პოტენციალს კიდევ უფრო ამტკიცებს.

მებრძოლებს შორის მწვავე დაპირისპირება

ბოლო წლებში, ელიტარული ამერიკული კლუბის UFC-ს დომინანტ მებრძოლებად კავკასიელი სპორტსმენები იქცნენ. ხაბიბ ნუმარგედოვის დამსახურებით პირველები იყვნენ დაღესტნელები.

თუმცა მას შემდეგ, რაც ზედიზედ ორი ქართველი ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი ორი წონის კატეგორიის ჩემპიონები გახდნენ, დაღესტნელებმა პოზიციების დაკარგვა იგრძნეს და საკუთარი ძალების დემოსტრაცია გადაწყვიტეს.

როგორც დვალიშვილი ამბობს UFC-ს ადმინისტრაცია, დაღესტნელების მიმართ სიმპთიებით გამოირჩევა და თვლის, რომ უმარს მასთან ჩხუბი ჯერ არ დაუმსახურებია. თუმცა უმართან ბძოლაზე დვალიშვილს უარი არ უთქვამს.

"ქართველებო,  ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა, მაგრამ მზად ვარ, ჭკუა ვასწავლო" - მერაბ დვალიშვილის სკანდალური განცხადება მის მომდევნო მეტოქეზე

მე­რა­ბი ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით “ფე­ის­ბუქ­ში” პოსტს აქ­ვეყ­ნებს და იმ უსა­მარ­თლო­ბა­ზე წერს, რა­საც გა­და­ა­წყდა. მე­რა­ბი ასე­ვე აზი­ა­რებს ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც მას შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რაც პი­ოტრ იანი და­ა­მარ­ცხა. ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ულო­ცავს გა­მარ­ჯვე­ბას მე­რაბს უმარ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი.

“ეს იყო პი­ტერ ია­ნის ბრძო­ლის შემ­დეგ. მე­გო­ნა, ამ არას­წორს მო­ლოც­ვა უნ­დო­და, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ჩემი ბრძო­ლა­ში გა­მოწ­ვე­ვა უნ­დო­და. ასეც მოხ­და.

მე­ო­რე დღეს UFC-მ ამ ბრძო­ლა­ზე კონ­ტრაქ­ტი გა­მო­მიგ­ზავ­ნა და ფაქ­ტი­უ­რად მი­ჩა­ლი­ჩებ­და ყვე­ლა. რად­გან 2 თვე­ში ისევ უნდა მებ­რძო­ლა ურე­ი­ტინ­გო ძლი­ერ მებ­რძოლ­თან მა­შინ, როცა ვერც დას­ვე­ნე­ბას მო­ვაწ­რებ­დი და ვერც მომ­ზა­დე­ბას ახა­ლი ბრძო­ლის­თვის.

მე ზე­დი­ზედ 9 გა­მარ­ჯვე­ბა მქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი. რე­ი­ტინ­გშიც N1 ვი­ყა­ვი. უმარს დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი და სპორ­ტუ­ლი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა ამოძ­რა­ვებ­და ჩემს მი­მართ.

ქარ­თვე­ლე­ბო, რომ იცო­დეთ ეს ბიჭი არას­წო­რია ჩემ­თან და არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია ჩემ­თან ბრძო­ლა. თუმ­ცა იმი­ტომ, რომ ხა­ბი­ბის ბი­ძაშ­ვი­ლია, ამა­საც თეთ­რი ფა­ფა­ხი აქვს, და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია, არა­ბი შე­ი­ხე­ბი­დან ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა აქვს, რომ­ლე­ბიც ას­პონ­სო­რე­ბენ UFC-ის.

UFC-იც ხელს უწყობს და შე­ახ­ვედ­რეს N 2-ს, რომ რე­ი­ტინგზიც კარ­გად ჩამ­ჯდა­რი­ყო. მოკ­ლედ, UFC-ს აწყობს ამის გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბა, რად­გან ფი­ნან­სუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის. ამი­ტომ, მზად ვარ ვებ­რძო­ლო მას შემ­დე­გი და მი­ვი­ღო ეგ გა­მოწ­ვე­ვა.

ამა­საც ვას­წავ­ლი ჭკუ­ას და პა­ტი­ვის­ცე­მას…” – წერს მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი.

აღსანიშნავია, სატიტულო ბრძოლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დვალიშვილი, UFC-ს შენობაში არ შეუშვეს, სადაც ქართველი მებრძოლი რეაბილიტაციაზე მივიდა, რადგან დარბაზში უმარი ვარჯიშობდა.

ის რომ, ორივე მებრძოლი კავკასიიდან არის, ეს მათ შორის მეტოქეობას კიდევ უფრო აღვივებს. რადგან ისტორიულად, ქართველები და დაღესტნელები ყოველთვის დაპირისპირებული მხარეები იყვნენ.

რას ნიშნავს ფაფახი და რა დატვირთვა ჰქონდა ძველად?

ფაფახი არის ტრადიციული მამაკაცის თავსაბურავი, რომელიც დამზადებულია ცხვრის ან თხის ბეწვისგან. იგი განსაკუთრებით გავრცელებული იყო კავკასიის, ჩრდილო კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ფაფახს კულტურული, სოციალური, სამხედრო და სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა:

სამხედრო ატრიბუტი

ფაფახი როგორც სამხედრო თავსაბურავი მისი ფორმით და დეკორაციებით ჯარის ნაწილებს ან წოდებებს აღნიშნავდა. ფაფახი მეომარს იცავდა როგორც სიცივისგან, ასევე ხანჯლის მიერ მიყენებული დარტყმებისგან.

კულტურული და რელიგიური მნიშვნელობა

ფაფახი ასოცირდებოდა კაცურ ღირსებასთან და პატივისცემასთან. მამაკაცები მას განსაკუთრებულ სიტუაციებში ატარებდნენ, მაგალითად:

  • ქორწილებში, სადღესასწაულო ღონისძიებებზე ან სამგლოვიარო რიტუალებზე.
  • ფაფახის მოხსნა პატივისცემის გამოხატულება იყო.

თანამედროვე გამოყენება

დღეს ფაფახი ნაკლებად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა ის რჩება როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი. მას ხმარობენ ფოლკლორულ ფესტივალებზე, ისტორიულ აღლუმებზე და სხვადასხვა ღონისძიებებზე, რათა შეინარჩუნონ ტრადიციები.

ამავე ღამეს კიდევ ორი კავკასიელი მებრძოლი დაუპირისპირდება ერთმანეთს რომან ცარუკიანი, რომელიც საქართველოში დაბადებული, რუსეთში გაზრდილი ეთნიკურად სომეხი წარმოშობის სპორტსმენია და დაღესტნელი ისლამ მახაჩევი, ნუმარგედოვების კლანიდან.

ცარუკიანი და დვალიშვილი 19 იანვარს ეცდებიან, დაღესტნელების დომინაცია მიწასთან გაასწორონ.

საქართველო დვალიშვილს და ცარუკიანს სომხეთთან ერთად უგულშემატკივრებს დაღესტნელების წინააღმდეგ. როგორც ცარუკიანი ამბობს მოგებულ ქამარს, იგი პირველად საქართველოში ჩამოიტანს მშობლიურ სოფელში, შემდეგ კი სომხეთს ეწვევა.

პს: ბოლო ინფორმაციით, არმან ცარუკიანი ზურგის ტრამვის გამო ბრძოლას ჩაეხსნა და მის ნაცვლად მსუბუქი წონის ტიტულისთვის მოქმედ ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს რენატო მოიკანო დაუპირისპირდება. (წყარო: crystalsport.ge)

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI