შაკირამ პიკე მიწასთან გაასწორა „Perdón que te sal-pique“. შაკირა ბოლო სიმღერით, რომელიც კატალონიელ ფეხბურთელთან განშორებას ეხება, TOP ათეულის ლიდერია.
45 წლის ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი, რომელიც „ბარსას“ ფეხბურთელის ჯერარდ პიკეს ცოლი იყო
მიუხედავად ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზისა, ბოლო სიმღერით მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.
მისი სკანდალური სიმღრა არა მარტო სოციალურ ქსელებში იქცა მთავარი განხილვის თემად, არამედ საინფორმაციო გადაცემებში და ცნობილი გაზეთების გარეკანზეც კი მოხვდა.
განსაკუთრებით მოულოდნელი აღმოჩნდა მისი სიმღერის ახალი იმიჯი, რომელიც პოპულარული არგენტინელი დიჯეის BIZARRAP-ის მუსიკის თანხლებით დაიწერა.
მომღრალი თითქმის 10 წელია აქტიურ შოუ-ბიზნესს ჩამოშორდა კატალონიელ ფეხბურთელთან ოჯახის შექმნის შემდეგ.
შაკირამ ქორწინების შემდგომ წლებში, საკუთარი დრო და ენერგია, ოჯახს და ორი შვილის აღზრდას დაუთმო.
ამიტომ ხანგრძლივი პაუზისა და მისი ასაკის გამო, მუსიკალურ სამყაროში, მის ასეთ რევოლუციურ დაბრუნებას არავინ ელოდა.
სიმღერაში ისეთი მესიჯები ჩაიდო, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ყოფილ მეუღლის მხრიდან ღალატზე და შეცდომებს არ პატიობს.
ცნობილი ფაქტია ისიც რომ მომღრალი ყოფილ მეუღლეზე 10 წლით უფროსი იყო, რაც წყვილს კარგად ქონდა გააზრებული.
როგორც უახლოესი გარემოცვიდან ირკვევა წყვილი ერთმანეთს მეტსახელებით მიმართავდა, შაკირა „მგელი-LOBA“ და პიკე „ფისო-GATO“.
ამბობენ, რომ ასაკის გამო შაკირა ყოველთვის მეტ პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ თავზე, რაზეც სიმღერის კონტექსტიც მიუთითებს, სადაც ღიად აცხადებს, რომ ორივეს ხარჯებს თავად ფარავდა.
საკუთარ თავს ძვირადღირებულ ნივთებს ადარებს და პიკეს ძვირადღირებული მანქანების და საათების იაფფასიან ნივთებში გაცვლაში ადანაშაულებს.
პიკეს ახალი მეგობარი გოგოს სახელის მანიპულირებით გვეუბნება, რომ კლარა, მატყუარაა, ხოლო პიკეს მიმართავს რომ ის მუსიკას ქმნის და ბოდიშს უხდის თუკი ის ამის გამო „გაიწუწება“.
ყველაზე საინტერესო სიმღერაში, მაინც დედამთილის ხსენებაა, რადგან როგორც ჩანს ბარსას ფეხბურთელმა, სახლი, დედასთან ახლოს იყიდა.
გაყრის შემდეგ კი, მომღერალს, მეზობლად არასასურველი დედამთილი და საგადასახადოს ვალები შერჩა.
როგორც საზოგადოებისთის ცნობილია შაკირამ და პიკემ ერთმანეთი 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში „მუნდიალზე“ გაიცნეს, სადაც შაკირამ დაუვიწყარი სიმღერა „Waka Waka“ იმღერა.
მომღერალს და ფეხბურთელს ორი ვაჟი ყავთ და აქამდე ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ვარსკვლავურ წყვილად ითვლებოდა.
განქორწინების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 2022 წლის მარტში გახდა ცნობილი, მიზეზად კი პიკეს ღალატი დასახელდა.
კოლუმბიელი მომღერალი, ყოფილ მეუღლეს ღალატს ვერ პატიობს, მით უმეტეს, რაც დრო გადის სააშკარაოზე გამოდის ის ფაქტი რომ ფეხბურთელს ცოლთან განშორებამდე
ჯერ კიდევ წელიწად ნახევრით ადრე უკვე ქონდა სასიყვარულო კავშირი კლარა ჩიასთან „CLARA MENTE“.
ჯერარდ პიკეს ახლანდელ მეგობარ გოგოზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი 23 წლისაა და ფეხბურთელის ერთ-ერთ კომპანიაშია დასაქმებული.