„შინ ევროპისკენ“ აქცია ბარსელონაში/ ქართველმა ემიგრანტებმა, საქართველოში, რუსთაველზე დაგეგმილი აქციის პარალელურად, 24 ივნისს ბარსელონაში ევროკავშირის ოფისის წინ გამართეს საპროტესტო აქცია ლოზუნგით:
„შინ ევროპისკენ“ აქციის მიზანი იყო, დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბარსელონაში მცხოვრებმა უკრაინელებმა და საქართველოს ევროპულ არჩევანს მხარი დაუჭირეს.
ქართველი ხალხი ევროკავშირის მხრიდან წამოყენებული 12 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვს რომელის შესრულების ვადაც ევროპელებმა წლის ბოლომდე მოგვცეს.
შეგახსენებთ, იმისთვის რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდეს, სახელწიფომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის 12 მოთხოვნა, რომლის პუნქტებია:
დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი სასამართლო, პოლიტ. პატიმრების გათავისუფლება, სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია, მედია თავისუფლება და ა.შ
ქართველმა ემიგრანტებმა ისაუბრეს საქართველოში არსებული პრობლემების და მათი მოგვარების გზების შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ რა პერსპექტივები გვექნება ევროპულ ოჯახში გაერთიანების შემთხვევაში.
ქართველი ემიგრანტები, ევროპაში სარგებლობენ სხვადასხვა სოციალური დახმარებებით, ასევე უფასო სამედიცინო მომსახურეობით, უმუშევრობის დაზღვევით და კიდევ უამრავი სხვა სიკეთით რაც ევროპას ახასიათებს.
ქართველმა ემიგრანტებმა იციან, რომ მათი შვილების მომავალი ევროპაში ბევრად უფრო დაცული და პერსპექტიულია ვიდრე სამშობლოში.
მათ უკვირთ ქართველების თუნდაც ის მცირე ნაწილი რატომ თვლის საშიშროებად ევროკავშირში შესვლას, როდესაც ნახევარი საქართველო უკვე წლებია ოჯახებით ჩამოვიდა ევროპის ქვეყნებში დასამკვიდრებლად, უკან დაბრუნებას კი ვეღარ ბედავენ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური, თუ ეკონომიკური მდგომარეობის გამო.
ასევე უკვირთ იმ პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების განცხადებები, ვინც ქართველების ევროპულ არჩევანს ეწინააღმდეგება,
რადგან ყველამ ვიცით იმის შესახებ რომ ისინი, საკუთარ შვილებს ევროპაში უშვებენ სასწავლებლად და სამედიცინო მომსახურეობასაც ევროპულ ქვეყნებში იღებენ.
პანდემიის პირველ წლებში ჩაკეტილი საზღვრების შედეგად დროებით შეჩერდა ქართველების მიგრაცია, თუმცა, კოვიდ შეზღუდვების მოხსნისთანავე მოხშირდა ესპანეთში ჩამომსვლელ ქართველთა რაოდენობა, მათი უმრავლესობა ოჯახის სრული შემადგენლობით ჩამოდის.
აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან შემოსული ლტოლვილების დიდმა რაოდენობამ, ესპანეთში სხვადასხვა სოციალური სამსახურების კოლაფსი გამოიწვია,
რის გამოც თავშესაფრის მაძიებელი ადამიანები თვეების განმავლობაში სოციალური შემწეობის მისაღებად ვიზიტებს ვერ იღებენ შესაბამის სამსახურებში, ვინაიდან პრიორიტეტი უკრაინელ დევნილებს ენიჭებათ.
დღეის მდგომარეობით ევროპამ სავარაუდოდ 8 მილიონამდე უკრაინელი დევნილი შეიფარა.
ომის მიუხედავად უკრაინა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა მოლდოვასთან ერთად, ჩვენ კი, საბოლოოდ დავკარგეთ, თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი, ეს სულ რამდენიმე თვეში გამოჩნდება.