ხავიერ ბარდემმა რუსეთი გააკრიტიკა- „არა ომს“ ამ ლოზუნგით გაიმართლა უკრაინის მხარდამჭერი აქციები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში,
რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფისების მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ხმა მიაწვდინონ რუსეთს „შეწყვიტოს ძალადობა“ უკრაინაზე.
სოციალურ ქსელებში არ დააყოვნა უკრაინის მიმართ მხარდაჭერამ, რომელმაც უმალ ქუჩებშიც გადმოინაცვლა საპროტესტო ბანერებით.
ემიგრაციაში მყოფი ქართველები, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მართავენ უკრაინის მხარდამჭერ აქციებს და ამხნევებენ მეგობარ ერს.
25 თებერვალს მადრიდში, რუსეთის საელჩოსთან ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე, უკრაინის მხარდასაჭერად მივიდა ესპანელი მსახიობი, ხავიერ ბარდემი,
რომელმაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინასთან მიმართებაში და განაცხადა:
სიტუაცია ძალზედ შემაშფოთებელია და ყველაფერი უნდა იღონონ უკრაინიდან წამოსული დევნილების უზრუნველსაყოფად, რადგან მსხვერპლის როლში ყოველთვის ყველაზე უსუსურები არიან: მოხუცები, ბავშვები ქალები, კაცები, სამოქალაქო პირები.
უნდა გატარდეს ყველანაირი საჭირო ზომები სანქციების და დიპლომატიის გამოყენებით, თუ კი რაიმეა შესაძლებელი…მე არ ვარ ამის ექსპერტი მაგრამ აქამდე გატარებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა.
პუტინს დაკარგული აქვს საღი აზრის უნარი. იგი ულტრა ნაციონალისტი, იმპერიალისტი და ცარისტია. რუსეთს ჰგონია მისთვის დასაშვებია სამეზობლოში ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოზე, თავდასხმა და ანექსირება.
რუსეთის პოლუსი როგორც ყოველთვის ვერ აკონტროლებს საკუთარი პრეზიდენტების ქმედებებს. როდესაც ერი აკრიტიკებს მეთაურს იქ არ განიხილება მეთაურების წარმოშობა არამედ ქმედებები.
პუტინის ქმედებები კი, როგორც აღვნიშნე, არის „ტოტალიტარული“.
ამავე ვიდეოში, გადაცემაში მონაწილე ქალბატონი ამბობს, რომ პრობლემა რუსეთთან დიალოგის გზით ვერ მოგვარდება, გამომდინარე იქიდან რომ ის არ არის ცივილიზებული ქვეყანა და დიპლომატიური გზებით პრობლემის მოგვარება მათთან შეუძლებელია.
სხვადასხვა ქალაქებში თითქმის ყოველ დღე დაგეგმილია საპროტესტო აქციები. ქ. ბარსელონაში პლაცა კატალონიაზე დაგეგმილია უკრაინის მხარდამჭერი აქციები:
26/02—12:00
27/02—12:00/18:00