„ხმა ემიგრაციიდან“, – ქართველი ემიგრანტის ხმა ესპანეთიდან / ნათია ბასიაშვილი 43 წლისაა და უკვე 18 წელია, ოჯახთან ერთად, ესპანეთში ცხოვრობს.
ამ პერიოდში შეძლო და ამ ულამაზესი და სტუმართმოყვარე ქვეყნის მოქალაქე გახდა,
– ქვეყნის, რომელმაც არაერთ ქართველ ემიიგრანტს კარი ფართოდ გაუღო.
ნათია აპირებს, როგორც კი, ამის შესაძლებლობა ექნება, საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინოს:
„გავიარე ჩვეულებრივი ემიგრანტის რთული გზა, თუმცა ვფიქრობ, ისიც პრიორიტეტია, რომ ევროპულ ქვეყანაში
ვცხოვრობ, სადაც მშვიდი ცხოვრებაა, ფართო თვალსაწიერი და განვითარების დიდი პერსპექტივა, თუ კაცს ამის სურვილი აქვს.
ახლახან მივიღე ადმინისტრატორის დამხმარის განათლება. ვმუშაობ ადმინისტრატორად ამერიკული კომპანიის,
სახელწოდებით – „ MAIL BOXES ETC“,- ერთ – ერთი ფილიალის კომერციულ დეპარტამენტში,
თუმცა, პარალელურად, ვაგრძელებ სწავლას, რომ გავიზარდო ჩემს სპეციალობაში და მივიღო სიამოვნებაც და სარგებელიც.“ ,- ამბობს ნათია.
ნათია ბასიაშვილი ქ. არნედოში ცხოვრობს და ერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს, რომელიც ორგანიზაციის, სახელწოდებით,
– „ხმა ემიგრაციიდან“- დაფუძნებას გულისხმობს.
როგორც ქართველი ემიგრანტი ამბობს, ამ ორგანიზაციის საშუალებით გეგმავს, გააერთიანოს ყველა დასავლური არჩევანის მქონე ემიგრანტი, პარტიული გემოვნების მიუხედავად:
„მთავარია, რომ რუსული ვექტორი იყოს მიუღებელი. დღეს ვხედავთ, რომ საქართველოს მმართველი გუნდი
დაუფარავად ემსახურება ოკუპანტის ინტერესებს, რაც მწარედ მოპოვებულ საქართველოს დამოუკიდებლობას საგანგაშო საფრთხის ქვეშ აყენებს.
რუსეთი არის მტერი და ჩვენი კონსოლიდაცია უნდა იყოს მტრის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი მექანიზმი“, – აცხადებს ნათია.
უპირველესი მიზეზი, რამაც ქართველ ემიგრანტს ამ იდეის განხორციელების საჭიროება დაანახა, არის ის, რომ ამ მასშტაბური
ორგანიზაციის მეშვეობით ემიგრანტებმა კოორდინაცია და ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება შეძლონ, რომ არავინ გაბედოს საქართველოს ევროპულ მომავალს გეზი შეუცვალოს:
ნათია ბასიაშვილის თქმით, „მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ემსახურება.
ემიგრანტებმა უნდა მოვითხოვოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, დაინერგოს ხელმისაწვდომი და უსაფრთხო
საარჩევნო სისტემა, რომ ყველა ემიგრანტმა, სადაც და რა სტატუსითაც არ უნდა ვიყოთ, არჩევნებში ხმის მიცემა ადვილად და თავისუფლად შევძლოთ.
ხმების მანიპულირება/გაყალბება არ უნდა ეპატიოს არცერთ მთავრობას, არასდროს. ემიგრანტები არ უნდა მივიჩნეოდეთ მხოლოდდამხოლოდ ეკონომიურ საყრდენად საქართველოსთვის,
არამედ, ხმა ემიგრაციიდან უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ინსტიტუტის, თუ უწყების მიერ საქართველოში, ასევე, უნდა მოგვისმინონ ოპოზიციურმა პარტიებმა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ემიგრანტებს ყველაზე მეტად გვტკივა ჩვენი დედასამშობლოს და ჩვენი თანამოქალაქეების ამჟამინდელი ბედი, რადგან დასავლურ
ქვეყნებში დავინახეთ და 21 – ე საუკუნის ადამიანისთვის შესაფერისი ცხოვრების პირობებს ვეზიარეთ.“
p.S. გიწვევთ ემიგრანტებს, გაწევრიანდეთ ორგანიზაციაში – ,,ხმა ემიგრაციიდან”.
ჩემი კონტაქტებია:
FB/ Mesengeri: Natia Basiashvili. FB ჯგუფი: ხმა ემიგრაციიდან
T/ WhatsApp/ Viber +34 663269607.
e-mail: geoemigworld2023@gmail.com
ესაუბრა ნატო მეგუთნიშვილი