ხოაკინ სოროია: შუქების ღმერთი

ხოაკინ-სოროია-შუქების-ღმერთი1039X934

ხოაკინ სოროია: შუქების ღმერთი/ხოაკინ სოროია (1863-1923) – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ხელოვანი იყო ესპანეთის მხატვრულ საზოგადოებაში.

მისი ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური შუქითა და ფერთა გამებით, რაც დიდად განპირობებული იყო იმპრესიონისტული მიმდინარეობით, თუმცა სოროია თავისი ტექნიკითა და სტილით გაცილებით უფრო ინდივიდუალური და ლაღია ვიდრე სხვა ტრადიციული მხატვრები.

სოროიას შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია სანაპიროებს, სადაც შუქი და წყალი განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იძლევა მხატვრის ხელწერა წარმოაჩინოს.

მის ნამუშევრებში შუქი თითქოს ცოცხალი პერსონაჟია, რომელიც ყველაზე უმნიშვნელო დეტალებშიც შეიმჩნევა. მისი ნახატები ასახავს არა მხოლოდ ბუნებას, არამედ ადამიანებსაც, მათი ემოციებისა და ცხოვრებისეული სიტუაციების სიღრმეს.

ხოაკინ-სოროია-შუქების-ღმერთი1024X1400
ხოაკინ სოროია/ავტოპორტრეტი

ხოაკინ სოროია: ვინ იყო ის?

ხოაკინ სოროია დაიბადა 1863 წელს ვალენსიაში, ესპანეთში, საშუალო ფენის ოჯახში, რასაც მის კარიერულ აღმასვლაში ხელი არ შეუშლია.

მხატვარი სტუდენტობის პერიოდში დედაქალაქში გადავიდა, სადაც ის სწავლობდა მადრიდის ხელოვნების სკოლაში, სამეფო ხელოვნების აკადემიაში (Real Academia de Bellas Artes de San Fernando).

სწორედ აქ მიიღო ის ფუნდამენტური განათლება, რაც მას დაეხმარა გამხდარიყო ევროპაში აღიარებული მხატვარი.

პარიზში მოგზაურობისას ეზიარა იმპესიონიზმის საიდუმლოს. საფრანგეთიდან დაბრუნებულმა მხოლოდ ხუთ წელწადში მოახერხა მადრიდის სალონებში, როგორც ხელოვანს თავი დაემკვიდრებინა და გზა გაეკვალა.

მოგვიანებით, ესპანელი მხატვრის ტალანტი გამოფენებიდან გაიცნო დანარჩენმა საზოგადოებამ და მსოფლიოს მოედო მისი პორტრტები და პეიზაჟები, რამაც მოუტანა „შუქის“ მხატვრის სახელი.

ხოაკინ სოროიას გავლენა ესპანურ და მსოფლიო ხელოვნებაზე

ხოაკინ სოროია ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რომელმაც 19-20 საუკუნის გადამწყვეტ მომენტებში დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ ხელოვნებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მისი სტილი იმპრესიონიზმსა და რეალიზმს ეყრდნობოდა, არ ჩაიკეტა ამა თუ იმ მიმდევრობის საზღვრებში და შექმნა საკუთარი ხელოვნების ფორმა, სადაც ფერის გამოყენება, მზის სხივების და წყლის ზედაპირის ხატვა მას განსაკუთრებული მხატვრული მასშტაბით და ინდივიდუალური პრიზმით გამოარჩევს.

მისმა ნამუშევრებმა დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ესპანურ ხელოვნებაზე, არამედ საერთაშორისოზე. სოროიას შუქისა და ბუნების აღქმის ფორმამ მრავალი მხატვარი შთააგონა, საკუთარ ხელოვნებაში ამ თემების ინტეგრირებით.

კლოტილდე გარსია, ესპანელი მხატვრის მეუღლე და მუზა

კლოტილდე მუზა და მეუღლე

ხოაკინ სოროიას მეუღლე კლოტილდე გარსია, არა მხოლოდ მის მეუღლე, არამედ მისი ხელოვნების მთავარი მუზა და ინტელექტუალური დასაყრდენიც იყო.

კლოტილდე, სოროიას ცხოვრების მთავარი სოციო-ემოციური პორტრეტის სტიმული გახდა, ის ხშირად მოდელობდა მისთვის და მისი ნახატების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს.

მათ, თანაცხოვრების პერიოდში სამი შვილი შეეძინათ. სოაროიას ოჯახის თემატიკა ფართო ადგილს იკავებს ესპანელი მხატვრის შემოქმედებაში და აღბეჭდავს ოჯახური ცხოვრების სხადასხვა სცენებს.

კლოტილდე, როგორც მუზა და შემოქმედებითი საყრდენი, მხატვრს თავისდა უნებურად ეხმარებოდა შეექმნა დედათა და ბავშვთა თემატიკა, რამაც ქალური მშვენიერების სიმსუბუქე შემატა ესპანელი მხატვრის შემოქმედებას.

პატარა გემი/Balandrito – თუ გსურთ ვირტუალურად დაათვალიეროთ სოროიას მუზეუმი და ექპოზიცია მადრიდში, დააწკაპუნეთ ფოტოზე

სად შეიძლება ვნახოთ სოროიას ნამუშევრები?

დღეს, მისი ნამუშევრები არამხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ მსოფლიოშია გამოფენილი. სოროიას ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ:

პარიზის, ლონდონის, ბოსტონის, ნიუ-იორკის და სხვა დიდი ქალაქების მუზეუმებში, სადაც მისი ხელოვნება სულ უფრო და უფრო პოპულარულია.

მინდა გირჩიოთ ეწვიოთ ხოაკინ სოროიას მუზეუმს, მადრიდში – რომელიც ოჯახის საცხოვრებელ ვილაშია განთავსებული.

ეს ულამაზესი მუზეუმი, საშუალებას გაძლევთ დატკბეთ მხატვრის იშვიათი და საოცარი ნამუშევრებით, იხილოთ მისი სამუშაო გარემო და პირადი ნივთები, რაც მათ ოჯახურ ცხოვრებაზე და სტილზე შეგიქმნით წარმოდგენას.

მუზეუმში წარმოდგენილია მისი შემოქმედების სხვადასვა ეტაპები და სერიები რომელიც მხატვარმა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შექმნა.

ბილეთის ფასი, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს საკმაოდ დაბალია და დაახლოვებით 4 ევროს გადახდა მოგიწევთ.

ვიზიტის დაგეგმვამდე გირჩევთ მუზეუმს დაუკავშირდეთ რადგან რამდენიმე თვიანი რეაბილიტაცია ჰქონდათ დაგეგმილი.

PASEO  GENERAL MARTINEZ CAMPOS,  37,  28010  MADRID 

TEL: 913 101 584

museo.sorolla@cultura.gob.es

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI