ჯაბა სოსელია რესტორანი „გაბიდან“, დუმილს არღვევს. ჯაბას ოჯახი ბარსელონაში ერთ-ერთი ქართული რესტორნის მფლობელია.
იგი, ჩვენს ადგილობრივ გაზეთს დაუკავშირდა და ესპანეთში ჩატარებული სპეცოპარაციის შესახებ, ჩვენთვის აქამდე უცნობ დეტალებზე გვესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 14 ნოემბერს ესპანეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლეში 70-მდე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ჩატარდა ჩხრეკა საცხოვრებელ სახლებში, ასვე გაჩხრიკეს რესტორანი „გაბი“ და გზავნილების კომპანია „სამება“.
ეს ფაქტი გაშუქდა, როგორც ესპანური ისე, ქათული საინფორმაციო საშუალებების მიერ.
ამ ეტაპზე, დაკავებულების უმეტესობა, წინასწარი სასამართლოს ჩატარების შემდეგ უკვე თავისუფალია. გამოძიება კი ჯერ-ჯერობით კვლავ გრძელდება.
სწორედ გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ესპანეთის პოლიცია, დამატებითი ინფორმაციის მოწოდებიგან თავს იკავებს.
როგორც ცნობილია, ყველა დაკავებულს ედავებიან ფულის გამოძალვას, დიდი ოდენობით თანხის გათეთრებას და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას.
აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციაში არამარტო ესპანეთის ძალოვანი სტუქტურები, არამედ FBI და ინტერპოლის სამსახურიც იყვნენ ჩართულები, რაც სპეცოპერაციის მასშტაბებზე მეტყველებს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა სპეცოპერაცია, სახელწოდებით „სხოდკა“, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების გამოსავლენად ჩატარდა.
ჯაბა სოსელიამ (რომელიც ქართველ კრიმინალური ავტორიტეტის, ლაშა ბარათელის ბიძაშვილია)
გვითხრა, რომ მისი ბიძაშვილის დასაჭერად ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარების საჭიროება არ არსებობდა, რადგან ლაშა ბარათელი, არასდოს დამალულა და იგი, ბარსელონაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა, რაც ესპანეთის პოლიციისთვისაც კარგად იყო ცნობილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში, ერთ-ერთ ოპოციციურ არხზე გაჟღერებული ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ამ სპეცოპერაციის ჩატარებაში, წინა საარჩევნო ფონზე, დაინტერესებული იყო საქართველოს მოქმედი მთავრობა.
მიზეზი კი ესპანეთში მცხოვრები ქართველი ავტორიტეტების მიერ ნათქვამი უარია, მოქმედი ხელისუფლებისთვის არჩევნებში მხარდაჭერაზე.
ამ ვერსიას ჯაბა სოსელია (რომელიც სპეცოპერაციის დღეს თავადაც დაკავებულთა შორის აღმოჩნდა), არც უარყოფს და არც ადასტურებს.
ჯაბა სოსელია ასევე საუბრობს FBI-ს მონაწილეობაზე, რომელიც სავარაუდოდ ინფორმაციას აწვდიდა ესპანურ პოლიციას.
იხილეთ ვიდეო ინტერვიუ – ჯაბა სოსელიასთან.
ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფაქტთან დაკავშირებით, გზავნილების კომპანია სამების წარმომადგენელმა, ნოდარ ბურჭულაძემაც ისაუბრა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში და ყველანაირი ბრალდება კრიმინალურ სამყაროსთან კავშირების შესახებ გამორიცხა.
ასევე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია კომპანიაში მისული კლიენტები, ამანათებით აგზავნიან თუ არა მოპარულ ნივთებს.
თუ გსურთ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ მოგისმინოთ.