ჯოკოვიჩს ავსტრალია ადეპორტებს: უახლესი ინფორმაციით ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირება ავსტრალიის მთავრობასთან სპორტსმენის დეპორტაციით დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ სპორტსმენს არ ქონდა აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატი, თუმცა 14 დღიანი იზოლაციისგან თავის დასაღწევად წარადგინა ექიმის ცნობა, კოვიდის გადატანასთან დაკავშირებით, რომელიც საკმარისად არ ჩაითვალა ავსტრალიის საზღვრის გადასაკვეთად.
ავსტრალიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც შედგებოდა სამი მაგისტრი მოსამართლისგან, მხარი დაუჭირა, უკვე მეორედ, სერბი სპორტსმენისთვის ვიზის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
სულ რამდენიმე საათში სპორტსმენს დაატოვებინებენ ქვეყანას.
შეგახსენებთ როდესაც სპორტსმენს პირველად ჩამოართვეს ვიზა, სასამართლომ გასაჩივრების შემდეგ ტენისისტს ვიზის უფლება აღუდგინა.
თუმცა უკვე მერე საემიგრაციო სამსახურთან გასაუბრების შემდგომ ჯოკოვიჩი კვლავ დააკავეს და გადაიყვანეს სასტუმროში „Park Hotel“, სადაც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ემიგრანტები ყავთ იზოლაციაში უკვე წლებია.
მეორე დღეს კი ტენისისტი გადაიყვანეს მელბურნის bufete Hall&Wilcox de la Rialto South Tower/ის შენობაში, საიდანაც დისტანციურად ჩაერთო სასამართლო პროცესში.
ცუდი გავლენა
„მისი შემთხვევა ცდება სპორტის საზღვრებს და პოლიტიკურ ჭრილში გადადის. მისი ქმედებები საზოგადოებრივ აზრზე ცუდი გავლენაა. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ სერბეთში მოსახლების იმუნიზაცია 50%-ზე ნაკლებია“. ასე შეაფასეს ჯოკოვიჩის შემთხვევა ავსტრალიის სასამართლოში.
სერბი სპორტსმენის უფლება დამცველმა კი განაცხადა, რომ „ნოვაკ ჯოკოვიჩი მხარს უჭერს თავისუფალი არჩევანის უფლებას“.
ნომერ პირველი ტენისისტი აცხადებს რომ „იმედგაცრუებულია ამ გადაწყვეტილებით“
ხოლო Open de Australia-ის მონაწილე ესპანელი ტენისისტი აცხადებს, რომ „უკვე დაიღალა სერბი სპორტსმენის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო“.
როგორც გავრცელებული ინფორმაციით ვგებულობთ ავსტრალიის ხელისუფლება 3 წლის მანძილზე აღარ გაცემს ვიზას სერბ სპორტსმენზე.
თუ კი სერბი სპორტსმენი მომავალშიც არ შეიცვლის პოზიციას და არ აიცრება სავარაუდოდ მონაწილეობას ვერ მიიღებს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში, როგორიცაა:
შეერთებულ შტატებში „US Open“ და დიდი ბრიტანეთი „Wimbledon“. რაც მას პოზიციებს დააკარგინებს როგორც მოწინავე ტენისისტს.
ინფორმაცია მოპოვებულია, საერთაშორისო და ესპანურ პრესაზე დაყრდნობით.
ინფორმაციული უზრუნველყოფისთვის შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე: ქართველები ბარსელონაში