ესპანეთის დედოფალი ქართული კულტურით მოიხიბლა

ესპანეთის-დედოფალი ქართული-კულტურით-მოიხიბლა959X955

ესპანეთის დედოფალი ქართული კულტურით მოიხიბლა. ესპანეთში გამართულ ღონისძიებას რომელიც ესპანეთში ყოველწლიურად იმართება, დედოფალი სოფია ესწრებოდა.

ღონისძიებაზე ქართული მხარე ღირსეულად წარადგინეს ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, ფოტოებიდანაც ჩანს, რომ ესპანეთის დედა დედოფალი ქართული სტენდით და ცეკვებით საკმაოდ მოხიბლული დარჩა.

ესპანეთის-დედოფალი ქართული-კულტურით-მოიხიბლა792X591

გთავაზობთ საქართველოს საელჩოს ოფიციალური გვერდიდან ტექსტს:

„მ.წ. 18 მარტს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო დიპლომატთა ასოციაცია „AIDE“-ს მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად ქ. მადრიდში იმართება, არის ერთ-ერთი უმსხვილესი და მასშტაბური საქველმოქმედი გამოფენა,

რომელშიც მონაწილეობას იღებს ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო კომპანიები.

წლევანდელ გამოფენაზე, რომელსაც ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ელჩის მეუღლე ელენე ბრეგვაძე ხელმძღვანელობდა,

საქართველოს საელჩომ წარმოადგინა ქართული კომპანიებისა და ქართველი ხელოვანი ოსტატების მიერ დამზადებული პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები.

ხოლო გაყიდვებით შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა დედოფალი სოფიას პატრონაჟით არსებულ საქველმოქმედო ფონდ “Fundacion Reina Sofia”-ში.

ღონისძიებას რომელსაც პირადად ესწრებოდა ესპანეთის დედოფალი სოფია და რომელმაც ასევე მოინახულა საქართველოს სტენდი, გაშუქდა ესპანური და საერთაშორისო წამყვანი მედიით.

საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ესპანეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩს ნატალი ჩხიტუნიძეს, ასევე ქართულ კომპანიებს “შპს გეოპლანტს”, ტაბლა”, “ატლერ სოქს”, “ალამბრას” “ბადაგს”, “ბაგატელს”,

“ჩელთის”, „დუგლაძეებს“ და მადრიდში არსებულ ქართულ რესტორან “ნუნუკას” საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საუკეთესო ტრადიციებით წარმოჩენისა და თანადგომისთვის.

ასევე განსაკუთრებული მადლობა მადრიდში არსებულ ცეკვის აკადემია “ჯორჯიას” აღსაზრდელებს, რომელბმაც ქართული საცეკვაო ნომრებით მონაწილეობა მიიღეს ღონისძიების გახსნით ცერემონიალზე.“

გააზიარე
TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI