ესპანური მართვის მოწმობა და ტარიფები

ესპანური_მართვის_მოწმობა_და_ტარიფები1058X675

ესპანური მართვის მოწმობა და ტარიფები/ ამ სტატიაში მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ იოლად გაიაროთ, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო პროცედურები ესპანეთში.

რა ჯდება საშუალოდ მართვის მოწმობის აღება ესპანეთში? და ვის შეუძლია მისი მოპოვება?

ესპანეთში მცხოვრებ ათასობით ქართველთა შორის ადგილობრივი მართვის მოწმობის მიმართ მზარდ ინტერესს  საქმიანი დაინტერესება, ან უბრალოდ პრივატულად გადაადგილების სურვილი იწვევს.

მისი მოპოვება შეუძლიათ, როგორც მუდმივი, ასევე დროებითი ბინადრობის მქონე პირებს.

საშუალოდ თანხა შეიძლება მერყეობდეს 500-დან 2000 ევრომდე და დამოკიდებულია თუ მერამდენედ აბარებს  აპლიკანტი გამოცდებს, ავტოსკოლის ტარიფებსა და პრაქტიკული გაკვეთილების რაოდენობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია FACUA სტატისტიკაზე დაყრდნობით გამოცდების პირველივე ჯერზე  ჩაბარების შემთხვევაში ესპანეთის ტერიტორიაზე  ყველაზე დაბალ ბიუჯეტურ ქალაქებად გრანადა და კორუნია (445-500€),  ხოლო ყველაზე ძვირადღირებულად მურსია და ლეიდა დასახელდა ბიუჯეტით 900 €.

გთავაზობთ ამონარიდს ხარჯების ჩამონათვალიდან:

1. ავტოსკოლის საწევრო 1- 850 ევრომდე გამომდინარე იქიდან თუ რა სერვისს გთავაზობთ ავტოსკოლა ( სახელმძღვანელო მასალები, ტესტების აპლიკაცია, თეორიული კურსი, ექსპრეს კურსი და ა.შ.)

2. პრაქტიკის გაკვეთილები 30-45 ევრომდე ( გამომდინარე იქიდან დამოუკიდებლად ესწრებით გაკვეთილს თუ იზიარებთ მას მეგობართან)

3. ე.წ “ფსიქო” (Psicotécnico) 25- 60 ევრომდე ( ადგილიდან გამომდინარე)

4. DGT საგამოცდო მოსაკრებელი, თითო გამოცდა 93,12 €

5. ფაილის დამუშავება (Trafico-ში მონაცემების შენახვა) 69 ევრო, თუმცა არსებობს ავტოსკოლები, რომლებიც გამოცდების პირველივე ჯერზე ჩაბარების შემთხვევაში ამ თანხას აღარ  იღებენ.

გამოცდაზე გამოცხადების წესი

როგორც საგზაო სამსახურის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ ტარიფის (Tasa) გადახდის შემდეგ თქვენ გაქვთ 2 შანსი გამოცდის ჩასაბარებლად, იქნება ეს ერთი და იგივე გამოცდა თუ სხვადასხვა (თეორიული და პრაქტიკული).

უფრო დეტალურად რომ ავხსნათ რას ნიშნავს ორი შანსი აგიხსნით:

რეალურად თქვენ გეძლევათ უფლება გამოცდაზე გახვიდეთ 3-ჯერ. ორჯერ ჩაჭრის შემთხვევაში იქნება ეს თეორიული გამოცდა თუ პრაქტიკული მოგიწევთ საბუთების ხელახლა წარდგენა და ტარიფის (Tasa) ხელახლა გადახდა (Dirección general de tráfico-ში)

  1. მაგალითად, თუკი თეორია პირველივე გასვლაზე ჩააბარეთ, პრაქტიკაზე 2 გასვლა შემოგენახებათ.
  2. თუკი თეორია მეორე გასვლაზე ჩააბარეთ ერთი ცდა დაგრჩებათ პრაქტიკული გამოცდისთვის.

ასევე გაითვალისწინეთ, ავტოსკოლებს საკუთარი პირობები აქვთ ჩაჭრილი მოსწავლეების საბუთების განახლებაზე, ამიტომ ხშირად ავტოსკოლა ორმაგ, ან სამმაგ ტარიფს გახდევინებთ, ოფიციალური ტარიფის ნაცვლად.

თეორიული გამოცდასა და პრაქტიკულ გამოცდას შორის შუალედი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი წელი, თუკი მეორე გამოცდა ამ ხნის განმავლობაში არ ჩაბარდება ყველაფერს ისევ ნოლიდან დაიწყებთ (წყარო DGT. რედ.)

რა ენებზე ბარდება გამოცდები?!

  • კასტილიური (ესპანური)
  • კატალონიური
  • ვალენსიური
  • გალიციური
  • ეუშკერა (ბასკური)
  • გერმანული
  • ინგლისური
  • ფრანგული

სავარჯოშო ტესტები იხილეთ აქ (წყარო DGT. რედ.)

შესაძლებელია თუ არა ავტოსკოლის ხარჯების თავიდან აცილება და  გამოცდაზე დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით წარდგენა? 

დიახ, შესაძლებელია!

სტატუსით ” Por libre”, შესაძლებელია თეორიული გამოცდისთვის მომზადება და გამოცდაზე გასვლა.

ამისთვის ინიშნება ვიზიტი (cita) „Tráfico- ში “ ოფიციალურ ვებ გვერდზე

სადაც აბარებთ  საბუთებს:

NIE და მისი ფოტოკოპიო, ფოტოსურათი, გადახდილი გამოცდის მოსაკრებელი  (ან იხდით ადგილზე  ბარათით),

ფსიქო ( Reconocimiento medico), შევსებული განაცხადი. 

ამის შემდეგ ინიშნება საგამოცდო თარიღი სასურველი ლოკაციის მიხედვით.

დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში გამოცდების წარმატებით ჩაბარების პოზიტიურ მოლოდინები რეალურია.

გისურვებთ წარმატებებს!

სტატიის ავტორი: ნინო ღვინიაშვილი

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI