ვინ იყვნენ ძმები მატარაძეები

ვინ-იყვნენ-ძმები-მატარაძეები850X634

ვინ იყვნენ ძმები მატარაძეები?! ბარსელონაში ტრაგიკულად დაღუპული სამტრედიელი ძმები, გიორგი და საბა მატარაძეები, სულ ერთი თვის ჩამოსულები იყვნენ საქართველოდან.

ისინი ესპანეთში დიდი გეგმებით, ბიზნეს პროექტის განსახორციელებლად ჩამოვიდნენ. ძმები ბარსელონაში, მოტო სერვისის გახსნას აპირებდნენ.

როგორც ცნობილია, ბიზნესის წამოსაწყებად, მატარაძეებს თან სოლიდური თანხა ქონდათ წამოღებული. თუმცა ადგილზე ჩამოსულებმა, აღმოაჩინეს, რომ ტურისტული ვიზით შემოსულებს, ლეგალური სტატუსი არ გააჩნდათ,  ბიზნესის რეგისტრირებისთვის.

მიუხედავად მსგავსი დაბრკოლებებისა, ძმებმა, ბარსელონაში დარჩენა და ალტერნატიული გზების ძიება გადაწყვიტეს, ესპანეთში დასამკვიდრებლად.

ახალბედა ემიგრანტების თქმით, ესპანეთში გადმოსვლა იმიტომ ამჯობინეს, რომ საქართველოში, კლიენტებთან, ხშირად ექმნებოდათ კონფლიქტური სიტუაციები,

ამიტომ მშვიდი ცხოვრების მოსაპოვებლად ემიგრაციაში ცხოვრება არჩიეს.

მატარაძეები, ბარსელონაში, სანტა კოლომაში,  ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდნენ. მათი ოთახის მეზობელი ესპანელი მამაკაცი იყო,

რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა ქონდათ და იგი, მათ, როგორც საყოფაცხოვრებო საკითხებში, ისე ინფორმაციის მოძიებაში ეხმარებოდათ.

როგორც ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ტრაგედია 4 მაისს გამთენიისას დატრიალდა, სანტა კოლომაში, სანტ ხოაკინის 23 ნომერში მდებარე, სამ სართულიან საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, მოულოდნელად ძლიერი ხანძარი გაჩნდა (Calle Sant Joaquim, 23ª, Santa Coloma).

როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, შენობაში, პირველი და მეორე სართულის სადარბაზოში, ხანძრის ორი კერა არსებობდა.

სამწუხაროდ ხანძარს ემსხვერპლა კორპუსში მცხოვრები 3 ადამიანი, მათ შორის უკვე იდენტიფიცირებულები არიან ქართველი ძმები, დანარჩენების ვინაობა უცნობია. მეოთხე დაზარალებული მძიმე მდგომარეობაშია და ჰოსპიტალიზებულია. გარდაცვლილები, სავარაუდოდ ნამწვისგან გაიგუდნენ.

ინფორმაცია, ინციდენტის დროს გარდაცვლილი ძმების ვინაობის შესახებ, ქართველი ახალგაზრდების, ახლობლების მხრიდან გავრცელდა, სოციალურ ქსელში.

ამ სიუჟეტში, ჟურნალისტი იუწყება, რომ ეს კორპუსი, გამოირჩეოდა კონფლიქტური სამეზობლოთი, სადაც ხშირად ხდებოდა ჩხუბი და დაპირისპირება, მეზობლებს შორის.

როგორც ჩანს, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მცხოვრებ, კრიმინალური ისტორიის მქონე მამაკაცს, არაერთი მომჩივანი ყავდა.

აღნიშნული მამაკაცი, ამ ეტაპზე კომისარიატშია გადაყვანილი მოწმის სტატუსით.

გამოძიება იკვლევს მომხდარს და გამოთქვამს ეჭვს, იმის შესახებ რომ ხანძარი სავარაუდოდ პროვოცირებულია.

ძმები მატარაძეების მოტო სერვისი საქართველოში

ძმებს საქართველოში Bikecity.Ge – მოტო სერვისი ქონდათ გახსნილი და საკმაოდ დიდი კლიენტურა ყავდათ. საბას თქმით სხვა ქვეყანაში ბიზნესის გადმოტანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ სტაბილურ სიტუაციას ეძებდა, საქართველოში კი სიმშვიდის განცდა არ ქონდა.

ძმებმა მოტო სერვისის გახსნა ქ. ბარსელონაში ადგილზე მისვლით და დიაგნოსტიკის სერვისით,  26 აპრილს, სოციალურ ქსელში, „ქართველები ბარსელონაში“ დაანონსეს.

მატარაძეები, ესპანეთში, სავარაუდოდ  6 აპრილს ჩამოფრინდნენ „ვიზიარის“ რეისით.

ძმებს ერთმანეთში არაჩვეულებრივი ურთიერთობა ქონდათ, წინ კი უამრავი გეგმები. ისინი, ნიჭიერი, მიზანდასახული და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები იყვნენ.

ჩვენი გაზეთის და ქართველი ემიგრანტების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ, გარდაცვლილების ოჯახს.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI