როგორ გავაკეთოთ ჩაწერა ესპანეთში?! / მოგეხსენებათ, ემიგრანტისთვის პირველ ეტაპზე, ძალზედ მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯების სწორად გადადგმა.
ხშირად, ინფორმაციის დეფიციტი (უენობის გამო) იწვევს დაბნეულობას ამ დროს კი, არაკეთილსინდისიერი ადამიანები სარგებლობენ ახალბედა ემიგრანტების უმწეო მდგომარეობით და ინფორმაციული ვაკუუმით.
ჩენი გაზეთის მიზანიც სწორედ ამ ვაკუუმის გარღვევაა.
დღეს ამსტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ არის შესაძლებელი გააკეთოთ „certificado de empadronamiento“, ანუ ბინაში ჩაწერის სხვადასხვა ფორმა.
ჩაწერა პირველ რიგში იმისთვისაა მნიშვნელოვანი რომ ესპანეთში დააფიქსიროთ თქვენი ცხოვრების ფაქტი.
ესპანეთში ჩაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ვისაც აქვს მოქმედი პასპორტი, ან NIE.
ესპანეთში, საცხოვრებელ ადგილზე ჩაწერა, არის სრულიად უფასო და ამაში თანხის გადახდა იკრძალება ესპანეთის კანონმდებლობით.
ჩაწერიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ დაიწყოთ რეზიდენციის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები, სამუშაო კონტრაქტისა და 3 წლიანი უწყვეტი ჩაწერის საფუძველზე (Arraigo laboral por residencia de 3 años).
ბინაში ჩაწერა ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიიღოთ:
- უფასო სამედიცინო მომსახურება.
- შეიყვანოთ ბავშვი სკოლაში.
- მიიღოთ სახელმწიფო დაფინანსება სკოლის, ან საბავშვო ბაღის სასადილოებისთვის.
- დაგიფინანსდეთ სასკოლო მასალა და ექსკურსიები.
- ისარგებლოთ უფასო სასწავლო კურსებით.
და კიდევ უამრავი სხვა რამ რასაც ამ სტატიაში ვერ ჩავტევთ.
- იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ცხოვრობთ კონკრეტულ მისამართზე და ბინის პატრონისგან გაქვთ დაქირავებული ბინა, ძალზედ მარტივი პროცედურის გავლით, შეძლებთ მისამართზე ჩაწერის დაფიქსირებას. პირველ რიგში ამისთის დაგჭირდებათ ვიზიტის ჩანიშვნა ქალაქის მერიაში რომელსაც მიეკუთვნება თქვენი ბინის მისამართი:
- მიბრძანდებით ქალაქის მერიაში ბინის კონტრაქტით, წარადგენთ თქვენს პასპორტს ან NIE-ს და მოითხოვთ ბინაში ჩაწერას (საბუთები უნდა იყოს ორიგინალი).
- თუკი თქვენ დაქირავებული გაქვთ ოთახი ბინაში და გსურთ ამ ბინაში ჩაეწეროთ, ამ შემთხვევაში უნდა წარადგინოთ:
- ბინის პატრონის ან დამქირავებლის (კონტრაქტი ვის სახელზეცაა ბინა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასევე ბინის კონტრაქტი, თუკი ეს ბინა დაქირავებულია სხვა პირის მიერ).
- თან იქონიეთ თქვენი მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, ან რეზიდენციის და მუშაობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნიე (NIE).
- თან უნდა იქონიოთ ბინის პატრონის ან დამქირავებლის მიერ შევსებული და ხელმოწერილი ავტორიზაცია, სადაც მითითებული იქნება, იმის შესახებ რომ უფლებას გაძლევენ აღნიშნულ მისამართზე ჩაეწეროთ (განაცხადის ამ ფორმას მოგცემენ მერიაში).
- რა ხდება თუკი თქვენ დაქირავებული გაქვთ ბინაში ოთახი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, უფლებას არ გაძლევენ ჩაეწეროთ ბინაში?! ესპანეთის დიდ ქალაქებში ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ესპანეთში შეიმუშავეს მუდმივი მისამართის არ მქონე იგივე, უმისამართო ჩაწერის ვერსია რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუკი არ გაგაჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი.
- უნდა გამოცხადდეთ ქალაქის მერიაში მოქმედი პასპორტით, ან რეზიდენციის დოკუმენტით (Nie).
- მერიაში შეავსებთ განაცხადს „Empadronamiento sin domicilio fijo“-ს შესახებ, სადაც მიუთითებთ თქვენს საცხოვრებელ მისამართს.
- მერიის თანამშრომელი მოვა მითითებულ მისამართზე და დარწმუნდება რომ თქვენ ნამდვილად ცხოვრობთ ამ მისამართზე.
- შემდეგ უკვე მოხდება თქვენი ოფიციალური რეგისტრაცია აღნიშნულ მისამართზე.
- პროცედურის სისრულეში მოყვანას ჭირდება დაახლოვებით 3 თვე.
პადრონის, იგივე ბინაში ჩაწერის განახლება უცხოელებისთვის სავალდებულოა, რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ბინიდან ამოეწერებით ავტომატურად. თუკი 6 თვის მანძილზე სხვა მისამართზე არ იქნებით დაფიქსირებული ჩაითვლება რომ უწყვეტი ჩაწერა დაკარგეთ.
შესაბამისად ახალი ჩაწერის რიცხვიდან 0-დან დაიწყება თქვენი ესპანეთში ყოფნის ათვლა.
თუმცა ყოველთვის არსებობს გამოსავალი.
იმ შემთხვევაში, თუკი ხელთ გექნებათ თქვენს სახელზე გაცემული ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ამ გასული თვეების მაინძილზე თქვენს ესპანეთში ყოფნას დოკუმენტურად დაადასტურებს, საემიგრაციო სამსახური ამ ფაქტორს თქვენს სასარგებლოდ გაითვალისწინებს.
მინდა ავღნიშნო, რომ ზოგადად, როდესაც ცხოვრობთ მისამართზე და ამაში იხდით გარკვეულ თანხას, ბინის კონტრაქტორი ან მეპატრონე ვალდებულია ჩაგწეროთ საცხოვრებელში.
არ ვგულისხმობთ იმ შემთხვევას, როდესაც უბრლოდ ვინმე შეგიფარებთ და ამაში საფასურს არ გახდევინებენ.
2015 წლის ესპანეთის საკანონმდებლო დადგენილება საცხოვრებელ ადგილზე ჩაწერის შესახებ.