ქართული თეატრი ბარსელონაში

ქათული-თეატრი-კოლაჟი850X541

ქართული თეატრი ბარსელონაში – ნანა კუხალეიშვილი ქართველი ემიგრანტია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ბარსელონაში ცხოვრობს.

იგი  საქართველოში პოპულარული სერიალიდან „ჩცდ“-დან „კრიმხილდას“ სახელითაა ცნობილი.

თეატრალური დასის ჩამოყალიბება, ქართველი მსახიობისთვის კიდევ ერთი შანსია იმისთვის რომ უცხოეთში გააგრძელოს პროფესიული საქმიანობა.

ნანამ მიუხედავად იმისა რომ უკვე შეძლო ესპანეთში თავის დამკვიდრება აცხადებს, რომ თავს ბედნიერად მაინც ვერ გრძნობდა საყვარელი საქმის გარეშე.

კითხვაზე: იპოვა თუ არა მან საკუთარი თავი ესპანეთში? გვპასუხობს:

– „მადლობელი ვარ, რომ საკუთარი თავი არ დავკარგე“- ამ სიტყვებში ყველა ემიგრანტის სათქმელი ჩატია.

დიახ ემიგრანტი უპირველესყოვლისა მაშინაა გამარჯვებული, თუკი წინააღმდეგობების მიუხედავად, საკუთარ თავს არ დაკარგავს…  

უკვე შემდგომი ეტაპია, წინსვლა წარმატებისკენ.

როგორც ნანა გვიყვება, მსახიობობასთან ერთად, აბიტურიენტებთან მუშაობის დიდი გამოცდილებაც აქვს, რადგან საქართველოში უკვე ყავდა ახალგაზრდა მსახიობებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც პერიოდულად, თბილისი არტ-ჰოლში, მართავდა სპექტაკლებს.

სწორედ მისი პროფესიული გამოცდილება გახდა მოტივატორი ქ. ბარსელონაში დაეარსებინა ახალგაზრდა ემიგრანტებისგან შემდგარი დასი, რის შედეგადაც ჩვენს ემიგრაციას კიდევ ერთი კულტურული ცენტრი შეემატა და ადგილობრივი ახალგაზრდობა ერთმანეთს გააცნო და დააახლოვა.

ქართული-თეატრი-ბარსელონაში750X563

როდესაც მათი საქმიანობის შესახებ შევიტყე, ქართველ ხელოვანებს სტუდიაში ვეწვიე და პირისპირ გავესაუბრე, მათი გეგმებისა და ემოციების შესახებ.

ადგილზე მეგობრული და შემოქმედებითი გარემო დამხვდა. ეს ის გარემოა რომელსაც საქართველოშიც კი იოლად ვერ იპოვით, თუმცა იქ მაინც არსებობს არჩევანი.

აქ კი, ასე შორს სახლიდან, უცხო ქვეყანაში, თითქმის შეუძლებელია და დიდ ფუფუნებას წარმოადგენს იპოვო ჯანსაღი გარემო და პოზიტიური განწყობა.

დასის ხელმძღვანელს მომავალში უამრავი გეგმა აქვს დასახული, რაც არა მარტო მათ შემოქმედებაზე, არამედ ესპანეთში ჩვენი ქვეყნის და ქართული თეატრის პოპულარიზაციაზეა ორიენტიერებული.

სამომავლოდ ჩვენი ადგილობრივი თეატრი, ქართველ მსახიობებს ესპანური თეატრის კარსაც გაუხსნის.

ემიგრანტი ახალგაზრდები ძალიან ნიჭიერები არიან. ხშირად აკეთებენ სხვადასხვა პერფორმანსებს. ცოტა ხნის წინ ანანო და გიგი დადიანებმა სიმღერის ჩაწერაც კი მოახეხეს, რაც შესაძლოა პირველი ნაბიჯი იყოს მათ მუსიკალურ მიღწევებში.

რაც შეეხება მხარდაჭერას, ჩვენი მხრიდან დასაწყისისთვის აუცილებელია ფინანსური მხარდაჭერა, რათა დასმა მოახერხოს რეპეტიციებისთვის დარბაზის ხანგრძლივი დროით დაქირავება, რომლის იჯარით აღებაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

თუმცა თქვენი თანადგომით ჩვენ ბევრი საერთო საქმის კეთება შეგვიძლია!

ჩენი გაზეთი მუდმივად გაცნობებთ სიახლეებს ბარსელონაში მიმდინარე მოვლენებზე, ეს კი ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო ამბავია, რაც კი ამ ბოლო დროს გვითქვამს.

ისიც აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით ქართული თეატრი ქვეყნის გარეთ, ამ ეტაპზე, მხოლოდ ამერიკაში არსებობს.

თანხა დანიშნულებით – TEATRI შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ ანგარიშზე:

ES67 0081 0211 4100 0155 5156 – Sabadell / Nana Kukhaleishvili

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI