19-აპრილიდან ესპანეთში პირბადეები უქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და 19- აპრილიდან შევა ძალაში.
სწორედ მაშინ როდესაც ესპანეთში სააღდგომო დღესასწაულები გადაივლის და სოციალური ურთიერთობების აქტიურობა დაიკლებს, რა დროსაც დაინფიცირების შანსიც მცირდება.
სად იქნება სავალდებულო ნიღბების ტარება?
ნიღბების ტარება კვლავაც სავალდებულოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში როგორიცაა: ავტობუსი, მატარებელი, მეტრო, თვითმფრინავი.
ასევე სავალდებულოა პირბადის ტარება სამედიცინო დაწესებულებებში.
რეზიდენციის ბინადრები არ ატარებენ ნიღბებს, თუმცა მათთან მოსანახულებლად მისული ოჯახის წევრები ვალდებულები იქნებიან გაიკეთონ.
რაც შეეხება ცალკეულ ორგანიზაციებს, მიუხედავად იმისა რომ ესპანეთში საჯარო სივრცეებში ნიღბის მოხმარება აღარაა სავალდებულო, კერძო ბიზნესს შეუძლია, შიდა ნორმებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მაინც დაავალდებულოს თანამშრომლები.
ასე რომ ყველა კერძო პირი და დაწესებულება, საკუთარი შეხედულებებისამებრ გადაწყვეტს, როგორ მოერგოს ახალ კანონს.
რა თქმა უნდა კოვიდ ინფიცირებული, თუნდაც იყოს უსიმპტომო, ვალდებული იქნება კვლავაც ატაროს პირბადე.
ჩნდება კითხვა: დასრულდა თუ არა პანდემია? პასუხია- არა!
როგორც ექსპერტები აცხადებენ მასობრივმა აცრებმა პანდემია დაასუსტა და დაგვეხმარა იმუნიტეტის გამომუშავებაში, რამაც შეაჩერა სიკვდილიანობა და შესაძლებელი გახადა, ნელ-ნელა დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს.
თუმცა ჩვენი საზოგადოება დაზღვეული არაა დაინფიცირებისგან, ამიტომ სამედიცინო ექსპერტები გვაფრთხილებენ, კვლავაც ვიზრუნოთ გარკვეულ უსაფრთხოების ზომებზე და მაქსიმალურად მოვახდინოთ დაინფიცირების პრევენცია, რადგან კოვიდ-19 არსად წასულა.