მოგეხსენებათ, მიგრაცია ადამიანების ცხოვრებაში არის მუდმივი და გარდაუვალი პროცესი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა მიზეზებით.
რაც თავისთავად საჭიროებს მოქნილ და ადაპტირებულ სამართლებრივად ჩარჩოებს. ესპანეთი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ემიგრაციის თემა ყოველთვის აქტუალურია.
თუმცა ევროპაში ის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არალეგალურად მყოფ ემიგრანტებს რეგულარიზაცისს სხვადასხვა გზებს სთავაზობს.
19 ნოემბერს დამტკიცებული ახალი კანონი, წესით, თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად და პროცედურების გასამარტივებლად შეიქმნა.
იმისთვის, რომ როგორც დასაქმებულმაც ისე დამსაქმებელმა თავი უფრო დაცულად და სტაბილურად იგრძნოს. იმისთვის რომ დაცული იყოს ემიგრანტების უფლებები და უზრუნველყოს ეფექტური და გამარტივებული მიგრაციული პოლიტიკა.
რამდენად მოახერხდება ამ კუთხით ემიგრანტების მდგომარეობის გაუმჯობესება, თავად განსაჯეთ.
საემიგრაციო რეგლამენტის ახალი რეფორმით დანერგილი არაიგოს 5 ტიპი:
a) Por razón de arraigo de segunda oportunidad / მეორე შანსის არაიგო
b) Por razón de arraigo sociolaboral / სოციალური-შრომითი არაიგო
c) Por razón de arraigo social / სოციალური არაიგო
d) Por razón de arraigo socioformativo / სოციალური-საგანმანათლებლო არაიგო
e) Por razón de arraigo familiar / ოჯახური, სოციალური
აქედან 3 ახალი ტიპის არაიგოა. ესენია: მეორე შანსის არაიგო, სოციალური-შრომითი არაიგო და სოციალური-საგანმანათლებლო არაიგო, რომელიც არაიგო ფორმაციონის გაუმჯობესებული ვერსიაა უკვე მუშაობის უფლებით და შესაბამისად სამსახურის შოვნის ალბათობაც და შემდგომ, საბუთის გადაცვლაც ბევრად რეალური და მოსახერხებელი იქნება.
შემცირდა არაიგოს მოთხოვნის ვადები: 3 წლის ნაცვლად, მოთხოვნისთვის საჭირო პერიოდი 2 წლამდე ჩამოვიდა. ასევე ოჯახური არაიგოს შემთხვევაშიც აღარაა საჭირო ესპანეთში მინიმალური ვადით ყოფნა.
არაიგო სოციალი შეგიძლიათ მოითხოვოთ, როგორც პრეკონტრაქტით ისე ბიზნეს გეგმის საფუძველზე, როგორც მომავალმა ინდმეწარმემ (Autonomo).
არაიგოს პირველი საბუთის მოქმედების ვადა იქნება 1 წელი (ოჯახური არაიგოს ვადა იქნება 5 წელი). პირველი საბუთის განახლების შემდგომ უკვე გაიცემა 4 წლიანი საბუთი.
რა ზოგადი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოთ?!
126-ე მუხლის მიხედვით, არაიგოს ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უცხოელი არ უნდა იყოს საერთასშორისო დაცვის მომთხოვნი პირი (ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს თეთრი ან წითელი საბუთი). ან ამ სტატუსის რეჟიმში მყოფი მომლედინე პირი, რომლის მდგომარეობის შესახებაც არ დამდგარა არც ადმინისტრაციული და არც საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება (არ უნდა იყოს გასაჩივრებული, იგივე recurso, ან არ უნდა იყოს მოთხოვილი საქმის გადახედვა).
თავშესაფრის მაძიებელ პირს სანამ რაიმე შეხება ექნება ამ საბუთებთან, ესპანეთი, მათ არ ჩაუთვლის ესპანეთში უწყვეტად ყოფნის მთელს ამ პერიოდს. ამისთვის მიეცათ 6 თვიანი ვადა, რომ უარი თქვან სტატუსზე და 2025 წლის მაისიდან ისარგებლონ ახალი კანონით.
ბ) უნდა ფიქსირდებოდეს ესპანეთის ტერიტორიაზე უწყვეტად ყოფნა, მინიმუმ, ბოლო ორი წლის განმავლობაში (2 წლიანი უწყვეტი ჩაწერა უნდა გქონდეთ), აღნიშნული განაცხადის წარდგენამდე.
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, თუ უცხოელი იყო საერთაშორისო დაცვის მომთხოვნი პირი ეს დრო, როგორც მისი ესპანეთში ყოფნის დრო – არ ჩაითვლება, იგულისხმება, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის განხილვის პერიოდიც, სანამ არ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ და საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დონეზე.
ოჯახურ საფუძველზე არაიგოს შემთხვევაში, არ არის საჭირო ქვეყანაში რაიმე მინიმალური დროით ყოფნა.
გ) პირი, არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისთვის, უსაფრთხოებისთვის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.
დ) არ უნდა ჰქონდეს კრიმინალური წარსული ესპანეთში ან იმ ქვეყნებში, სადაც ის ცხოვრობდა ესპანეთში შესვლამდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ან ჩადენილი ისეთი დანაშაული, რომლიც ესპანეთის სამართლებრივი წესდებით აკრძალულია.
ე) არ უნდა ჰქონდეს აკრძალული იმ ქვეყნებში შესვლა, რომელსაც ესპანეთთან აქვს გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება (მაგ. შენგენის ქვეყნები).
ვ) არ უნდა გქონდეთ აკრძალული ესპანეთში შემოსვლა.
ზ) გადახდილი უნდა გქონდეთ სახელმწიფო მოსაკრებელი (ტასები)
სპეციფიკური მოთხოვნები
უცხოელმა განმცხადებელმა, წინა მუხლში გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნების გარდა, უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი სპეციფიკური მოთხოვნები, რომელიც დამოკიდებულია არაიგოს მიზეზზე:
ა) მეორე შანსის არაიგოსთვის, განმცხადებელი უნდა ყოფილიყო რეზიდენციის ნებართვის მფლობელი, რომელიც არ იყო გაცემული განსაკუთრებული გარემოებების საფუძველზე (circunstancias excepcionales).
ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყველაზე კარგ ცვლილებაზე, რომელიც შეეხო “სწავლაზე დაფუძნებული არაიგოს” და ახლა ეწოდება სოციალურ-საგანმანათლებლო არრაიგო. ამ ცვლილების წყალობით, ემიგრანტებს უკვე დასაწყისიდან შეეძლებათ სწავლა და მუშაობა ერთდროულად, რაც ძალიან გაამარტივებს შრომით ბაზარზე ემიგრანტების ინტეგრაციას და ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
გარდა ამისა, სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით დაწესდა Fast-track მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს იმ სტუდენტებს, რომლებმაც დიპლომი მიიღეს, მარტივად გადავიდნენ სტუდენტური ბინადრობიდან შრომით ნებართვაზე და მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყონ.
გაითვალისწინეთ, რომ კარგად უნდა გადაამოწმოთ სასწავლო ცენტრები, რადგან ყველა მათგანს არ აქვს სახელმწიფოსგან ავტორიზაცია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წითელი და თეთრი საბუთების ქონასა და არაიგოს მოთხოვნას შორის არსებობს დიდი შეუთავსებლობა.
ამ კანონში, ყველაზე დამაბნეველი, თავშესაფრის სტატუსის მომთხოვნი პირების მგდომარეობა აღმოჩნდა (ვინც არ იცით, წითელი და თეთრი საბუთის ქონა ნიშნავს, ესპანეთში ასილოს, ანუ თავშესაფრის მოთხოვნას. თუნდაც სახელმწიფოს კმაყოფაზე არ ცხოვრობდეთ).
დროებით, ტრანზიტის, ანუ ამ ახალ კანონზე გადასვლის მიზნით, იმისთვის რომ ამ ადამიანებს მიეცეთ კანონის ჩარჩოებში მოქცევის საშუალება, გამონაკლისის სახით მიენიჭათ 6 თვიანი ვადა, ნაცვლად 2 წლისა, რათა მოახერხონ ესპანეთში ყოფნის რეგულაცია ახალი კანონის საფუძველზე.
გაითვალისწინეთ, წითელი ან თეთრი საბუთის მქონე პირებს, ან მათ ვისაც უარი აქვთ გასაჩივრებული ან ხელმეორედ აქვთ გაგზავნილი მოთხოვნა, მთელი ეს პერიოდი, არ ჩაეთვლებათ ესპანეთში ყოფნის პერიოდად, იმისთვის რომ შემდგომ მოითხოვონ არაიგო ორწლიანი უწყვეტი ჩაწერის ნიადაგზე.
ამიტომ თუ სურთ ამ კანონით ისარგებლოთ, წითელ საბუთთან დაკავშირებული ყველანაირი მოქმედება უნდა გაანულოთ და მოძებნოთ სამუშაო კონტრაქტები, ეგრეთწოდებული „პრეკონტრაქტი“ იმისთვის რომ ესპანეთში მოითხოვონ ბინადრობის და მუშაობის ნებართვა.
* ყურადღება, შესწორება: ჯერ-ჯერობით კვლავ მიმდინარეობს კანონის ინტერპრეტაციის პროცესი, ბოლო ვარაუდით უარად ჩაითვლება მხოლოდ სახელწიფოსგან სასამართლოს მხრიდან ნათქვამი უარი იმისთვის, რომ ახალი კანონი გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ. თქვენს მიერ გაცხადებული უარი არ მოქმედებს.
და მაინც რა გაუმჯობესდა?
მუშაობის ნებართვების დაუყოვნებელი გაცემა:
უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება მუშაობის დაწყება პირველივე დღიდან, შემდგომ ნებართვის მოთხოვნის პროცედურის გარეშე.
ოჯახის გაერთიანება:
ესპანეთში მცხოვრებ უცხოელებს შეუძლიათ, შემოიერთონ უფრო მეტი ოჯახის წევრი, ხოლო შემოერთებული შვილების ასაკი იზრდება 26 წლამდე, თუ ოჯახის წევრი არის ესპანელი.
ბიუროკრატიის შემცირება და პროცედურების გაუმჯობესება:
კრიტერიუმები ერთიანდება, ბიუროკრატიული პროცესი მცირდება და ბინადრობის ნებართვა ხანგრძლივდება.
კანონი ძალაში შევა 2025 წლის 20 მაისს, მანამდე უკვე უნდა დაიწყოთ ყველა საჭირო პროცედურის წარმოება და საბუთების მოწესრიგება. პირველ რიგში უნდა მოხდეს რეკურსოების ანულირება, ნასამართლეობის გასუფთავება და ა.შ.
დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის დაარეზერვეთ დღე და საათი კომპეტენტურ პირებთან სასაუბროდ, რომლებიც დეტალურად აგიხსნიან ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებს.
✅WhatsApp: 652 622 884 – მოგვწერე