23 იანვარს, ბარსელონაში, 19:00 საათზე La Central del Raval- ში თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანური ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართება.
მისამართი: Carrer d’Elisabets, 6, Ciutat Vella, Barcelona
ღონისძიებაზე დასწრება, თავისუფალია.
ღონიძიებას დაესწრებიან ქართველი პოეტები: ნატო ინგოროყვა, ირაკლი კაკაბაძე და ეკა ქევანიშვილი.
ესპანურ ენაზე პირველად გვაქვს შესაძლებლობა ვიხილოთ ქართველი თანამედროვე პოეტების შემოქმედება, რაც ბარსელონაში მოღვაწე მთარგმნელის ლანა კალანდიას დამსახურებაა.
შეგახსენებთ, რომ ლანა კალანდიამ – ცნობილმა მთარგმნელმა, ქართულად ისეთი ავტორების ნაწარმოებები თარგმნა, როგორებიც არიან გაბრიელ გარსია მარკესი, მარიო ვარგას ლიოსა და ხავიერ მარიასი.
ახლა უკვე, ჯერი ქართულ პოეზიაზე მიდგა. ლანა კალანდიასა და როდოლფო ჰესლერის მიერ ესპანურ ენაზე თარგმნილი ქართული პოეზიის ანთოლოგია ესპანურმა გამომცემლობა la editorial Huerga & Fierro-მ გამოსცა.
„წიგნი აუცილებლობამ განაპირობა, ჩვენ გვსურდა გაგვეზიარებინა დიდი ტრადიციის მქონე პოეზია, რომელიც დღესაც ცოცხალია და სუნთქავს თანამედროვე ავტორების პოეზიაში“. – ლანა კალანდია.
კრებულში შესულია: ბესიკ ხარანაულის, ლია სტურუას, ბათუ დანელიას, მაია სარიშვილის, შოთა იათაშვილის, დათო ბარბაქაძის, გიორგი ლობჟანიძის, ნატო ინგოროყვას, შალვა ბაკურაძის, ლელა სამნიაშვილის, პაატა შამუგიას, დიანა ანფიმიადის, სოსო მეშველიანის, ეკა ქევანიშვილის, ირაკლი კაკაბაძის (იაკი კაბე) და ლია ლიქოკელის ლექსები.
წყარო: ლანა კალანსიას პირადი გვერდი სოც. ქსელში.