24 დეკემბრიდან, ესპანეთში ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეშიც

24-დეკემბრიდან-ესპანეთში-ნიღბის-ტარება-სავალდებულო-ხდება-ღია-სივრცეშიც624X316

24 დეკემბრიდან, ესპანეთში ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეშიც: აქამდე, თუკი ესპანეთში ნიღბის მოხმარება სავალდებულო იყო დახურულ სივრცეებში 24 დეკემბრიდან ეს უკვე 6 წლიდან ზევით ყველა ინდივიდისთვის სავალდებულო იქნება ქუჩაშიც.

ახალი შეზღუდვების დაწესება კოვიდ 19 ახალი სახეობის, ომიკრონის გავრცელებამ გამოიწვია. საშობაოდ ვისრუსის გავრცელება მეტად მოსალოდნელია, ამიტომ ესპანეთის მთავრობამ უმალ მოახდინა კანონში ცვლილებების შეტანა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, კანონი უკვე ჩაიწერა Boletín Oficial del Estado-ში.

როგორც პედრო სანჩესი აცხადებს, მკაცრი ზომების მიღება ავტონომიური ხელისუფლებების დაჟინებული თხოვნის გათალისწინებით მოხდა.

ჯანდაცვის სამინისტრომ კანონში შეიტანა შესწორება იმის შესახებ თუ რა შემთხვევაში არ იქნება ნიღბის ტარების ვალდებულება:

  • თუ კი არსებობს ჯანმრთელობის გაუარესების საშიშროება, სასუნთქი გზების დაავადებების გამო.
  • თუ სპორტით ხართ დაკავებული და იმყოფებით მარტო.
  • თუ იმყოფებით ბუნებაში მარტო, ან სეირნობთ ოჯახის წევრებთან ერთად, ვისთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ.

24 დეკემბერს კატალონიაში განახლდა კომენდანტის საათი (01:06) სხვა დამატებით შეზღუდვებთან ერთად; დაიკეტა ღამის გასართობი დაწესებულებები და აიკრძალა 10 ადამიანზე მეტის შეკრება. ქვეყანაში უკვე მოქმედებს კოვიდ პასპორტი.

ახალი-შეზღუდვები-კატალონიაში650X415

სამედიცინო დაწესებულებებმა, სამედიცინო ფაკულტეტის რეზიდენტ სტუდენტებს გაუფორმეს კონტრაქტები დამხმარე კადრების შესავსებად.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს დროებითი ღონისძიებები გაგრძელდება, მანამ სანამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება არ შემცირდება.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI