საჭიროა თუ არა ენის სერტიფიკატები „რეზიდენციისთვის“?!

საჭიროა-თუ-არა-ენის-სერტიფიკატები-„რეზიდენციისთვის“?!1080X1080

საჭიროა თუ არა ენის სერტიფიკატები „რეზიდენციისთვის“?! ალბათ მოგეხსენებათ როდესაც საუბარია ესპანეთში ბინადრობის მოთხოვნაზე,

არარეგულირებულ სიტუაციაში მყოფი უცხოეთის მოქალაქეები, რიგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

ამ კრიტერიუმებს შორის წლების განმავლობაში იყო მოთხოვნა უცხოელებისთვის, რომელთა მშობლიური ენა არ შეესაბამებოდა

ესპანურ ენას, უნდა წარედგინათ ესპანური ენის მინიმუმ 90 საათიანი კურსის შესაბამისი სერტიფიკატი.

ხოლო, თუ უცხოელი კატალონიაში ცხოვრობდა, სავალდებულო იყო გავლილი ჰქონოდა 45 საათიანი კატალონიურის კურსიც.

რადგანაც ხშირად იცვლება კანონები და ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დროს არსებობდა გარკვეული დაბნეულობა, დავუკავშირდით ბარსელონაში მოღვაწე ქართველ ადვოკატს ნათია ქარდავას.

როგორც ნათიამ აგვიხსნა რადგან უცხოელები გადიან სავალდებულო გასაუბრებას სოციალური სამსახურის წარმომადგენელთან, რომელიც აკეთებს შეფასებას და იძლევა სერტიფიკატს უცხოელის ქვეყანაში ინტეგრაციის შესახებ (Informe de arraigo que acredite su integración social)

ზემოთ აღნიშნული სერტიფიკატები კარგავენ ფუნდამენტალურ მნიშვნელობას.

ანუ უცხოელისთვის რეზიდენციის მინიჭების საკითხში, სოციალური სამსახურის აგენტთან ინტერვიუს გავლა საკმარისია სადაც წარმოაჩენს ენის ფლობის შესახებ უნარებს.

ჩვენი რედაქციის მხრიდან გვინდა ავღნიშნოთ რომ იმ შემთხვევაში თუკი უცხოელს ესპანეთში ყავს ოჯახის წევრები (შვილი, ქმარი, მშობლები)

და შეუძლია წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტები (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა), შეუძლია თავი აარიდოს ამ გასაუბრებასაც და პირდაპირ შეიტანოს საბუთები განსახილველად „გუბერნიოში“.

„ნათია ქარდავა აღნიშნავს რომ ამ ეტაპზე საჭიროა მხოლოდ კატალონიურის 45 საათიანი სერტიფიკატი, თუმცა სოციალურ აგენტთან გასაუბრების

წარმატებულად გავლის შემთხვევაში ამ სერტიფიკატის არ ქონა, დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს და შეიძლება გარისკვა.

ამავე დროს თუკი ვფლობთ ნებისმიერ დამატებით სერტიფიკატს რომელიც შეგვიძლია საბუთებს დავურთავს ყოველთვის მისასალმებელია,

მაგრამ როდესაც ბინადროსბის ნებართვას ვითხოვთ სამუშაო კონტრაქტის საფუძველზე, ფუნდამენტალურია ვიცოდეთ

რომ კონტრაქტორი ფირმა უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოსგან დადგენილ მოთხოვნებს (არ ქონდეს სახელმწიფო დავალიანება, არ ყავდეს ბევრი თანამშრომელი დათხოვნილი და ა.შ..)“ – ნათია ქარდავა.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ხშირად რაც კანონში წერია შესაძლებელია სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულად ეხებოდეს კონკრეტულ პიროვნებას, ამიტომ უსარგებლო პოლემიკას ჯობს პროფესიონალებთან დავაზუსტოთ ინფორმაცია.

იმედია პასუხი გავეცით კითხვას რომელიც ყველაზე ხშირად ისმევა სოც. ქსელებში. გისურვებთ წარმატებებს.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI