DecoPalet-ქართული სტარტაპი მადრიდში

DecoPalet-ქართული_სტარტაპი_მადრიდში1080X992

DecoPalet-ქართული სტარტაპი მადრიდში / მაკუნა დეკანოსიძე და გური შანიძე ესპანეთში მცხოვრები ქართველი წყვილია, რომელსაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი ყავს.

ახალგაზრდა ოჯახმა ესპანეთში გადმობარგება დაახლოვებით 4 წლის უკან გადაწყვიტა, მაშინ მხოლოდ ერთი ბიჭუნა ყავდათ, მალევე მიყოლებით შეეძინათ კიდევ ორი ბავშვი.

DecoPalet-ქართული_სტარტაპი_მადრიდში736X897
DecoPalet-ქართული_სტარტაპი_მადრიდში736X897

მიუხედავად იმისა რომ ოჯახი სარგებლობდა სახელმწიფო პროგრამებით, თავდაპირველად მაინც გაუჭირდათ ახალ ცხოვრებასთან გამკლავება.

ემიგრაციაში ყველა არსებულ სირთულესთან ერთად, პანდემიის და ჩაკეტილობის გადატანაც მოუწიათ, თუმცა რადგანაც მადრიდის გარეუბანში ცხოვრობდნენ,

დიდი ქალაქებისგან განსხვავებით ბევრად გაუმარტივდათ ჩაკეტილობის გადატანა.

ასე რომ პანდემიის პერიოდი პირიქით, შეიძლება ითქვას „სასარგებლოც“ კი აღმოჩნდა ქართველი წყვილის შემთხვევაში.

ერთ დღესაც, გურიმ, ტერასის მოსაწყობად ერთ-ერთი ინდუსტრიული ცენტრის ნაგავსაყრელიდან, სახლის ეზოში პალეტები მიიტანა, გაწმინდა, გადაღება და სავარძლები ააწყო.

გურის თბილისში კუს ტბაზე კლუბი ქონდა სადაც ბარი საკუთარი ხელით ქონდა გაკეთებული.

მეორე მცდელობამაც ძალიან გაამართლა, ოღონდ უკვე ესპანეთში და შედეგით იმდენად კმაყოფილი დარჩა, სამოყვარულო საქმე ბიზნესში გადაეზარდა.

ბიზნესის და მარკეტინგის წარმოებაში მათი მეგობარი ნანუკა ეხმარება, რადგან მისი დახმარების გარეშე ენის ბარიერის დაძლევა შეუძლებელი იქნებოდა.

ნანუკამ ააწყო ფეისბუქის გვერდი DecoPalet და განათავსა ფოტოები ყიდვა-გაყიდვისთვის განკუთვნილ ესპანურ საიტებზე. სწორედ ასე დაიწყო რეალიზაციის პირველი მცდელობა.

როგორც გური ამბობს დამატებით კიდევ ჭირდებათ ენის მცოდნე ადამიანი ვინც გაყიდვებში დაეხმარებათ.

DecoPalet -მა ცოტა ხანში ერთ-ერთი ადგილობრივი დიზაინერის ყურადღებაც მიიპყრო და მალევე შედგა აქტიური თანამშრომლობა.

პირველ შეკვეთას, მეორე მოყვა, ახლა კი ახლად გახსნილი სასტუმროსთვის, ავეჯის დამზადებას იწყებენ.

თავდაპირველად ახალგაზრდა წყვილმა ბიზნესის წამოსაწყებად და ფინანსური მხარდაჭერისთვის მიმართა, ესპანეთში არსებულ ერთ-ერთ ფონდს,

რომლის დახმარებითაც მოხდა სახელოსნოს აღჭურვილობის შეძენა და ბიზნესის ოფიციალურად რეგისტრირება.

ოჯახმა ხელსაწყოების გარდა, ასევე შეიძინა ავტომობილი რომლსაც არა მარტო ავეჯის გადასაზიდად, არამედ ოჯახის გადასაადგილებლადაც იყენებს,

რაც ქალაქგარეთ მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რას აკეთებს ფონდი “Nantik Lum”?!

რაც მაკუნა დეკანოსიძისგან გავიგეთ ფონდის შესახებ, რომელიც დამწყებ მეწარმეებს ეხმარება, დაგვაინტერესა და მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ორგანიზაციის თაობაზე.

ფონდი “Nantik Lum”,  ინდმეწარმეების დაარსებულია, რომლებმაც ოდესღაც უკვე გამოიარეს გაჭირვების და უქონლობის პერიოდი, ამიტომ უკვე შემდგარი

ბიზნესმენები 2011 წლიდან ახორციელებენ სოციალურ პროექტებს, რომელიც დამწყებ მეწარმეებს ეხმარება სამეწარმეო საქმიანობის დაგეგმვა განხორციელებაში.

Nantik Lum” -ის  დახმარებით, მოწყვლადი ჯგუფები უფასოდ იღებენ ფინანსურ, სამეწარმეო და უფასო კონსულტაციებს, ასევე უფასოდ გადიან  პროფესიული გადამზადების კურსებს.

ეს ინფორმაცია ალბათ იმ ადამიანებისთვის იქნება  განსაკუთრებით საინტერესო ვისაც ინდმეწარმის რეგისტრაცია აქვს გადაწყვეტილი, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად.

მაკუნა და გური ყველაზე მეტად კმაყოფილები არიან თავისუფლებით, რის საშუალებასაც ეს „არასტანდარტული სამუშაო“ ანიჭებთ.

თვითდასაქმებული ადამიანი გაცილებით მარტივად უთავსებს საქმეს ოჯახურ მოვალეობებს და სამუშაო გრაფიკს თავის თავზე ირგებს.

მოგეხსენებათ ოჯახურ გარემოში ორივე მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია განსაკუთრებით კი მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში.

მეტი ნამუშევრების დასათვალიერებლად და შეკვეთებისთვის იხილეთ ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდი:

Facebook: DecoPalet

Intagram: decopalet_madrid

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI