ÉLITE—იტალიური რესტორნის ქართველი მფლობელები ბარსელონაში

ÉLITE—იტალიური-რესტორნის-ქართველი-მფლობელები-ბარსელონაში959X959

ELITÉ—იტალიური რესტორნის ქართველი მფლობელები ბარსელონაში / ცხოვრებაში გზის გაკვლევა არაა მარტივი ეს ყველამ ვიცით, მით უმეტეს მაშინ როდესაც ცხრა მთას იქით უცხო ქვეყანაში მიდიხარ და ყველაფერს ნოლიდან იწყებ…

ლაშას და ვიოლეტას შემთხვევაშიც ასე მოხდა. როდესაც ახალგაზრდა წყვილმა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა და ესპანეთში დაიდეს  ბინა, თავიდან ალბათ ვერ კი

წარმოიდგენდნენ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ  ულამაზეს ოჯახთან ერთად, პარალელურად  საკუთარ, იტალიურ რესტორანსაც ჩაუყრიდნენ საფუძველს.

და აი ახლა, რამდენიმე წლიანი ემიგრაციის შემდეგ, რესტორნის ქსელებში მუშაობის დროს დაგროვილი გამოცდილების შედეგად, ცნობილი იტალიური

რესტორანი-პიცერია გადმოიბარეს და ახალ სახელთან ერთად ÉLITE-ს ახალი სულიც ჩაჰბერეს.

რესტორანი ÉLITE მდებარეობს ბარსელონას ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში (აქაური ვაკე).

ძველად ყველასთვის ცნობილი იყო „მარიოს“ სახელით.

რესტორან „მარიოს“ დიდი ხნის ისტორია აქვს, რომელიც ჯერ კიდევ 1976 წელს დაიწყო და ბარსელონაში ერთ-ერთ პირველ რესტორნად ითვლება სადაც, პასტა და პიცა ერთად მზადდებოდა.

ეს იტალიური რესტორანი იმდენად დიდი პრესტიჟით სარგებლობდა, რომ ბარსელონას სხვადასხვა ცნობად სახეებთან და „ბარსას“ ფეხბურთელებთან ერთად თვით, ესპანეთის მაშინდელი მეფე, ხუან-კარლოსიც კი სტუმრობდა.

მიუხედავად იმისა რომ ლაშა ბურდული ერთი, ტიპიური თბილისელი ბიჭიდან არაჩვეულებრივ მზარეულად გადაიქცა და საოცარ კერძებს ამზადებს, თავიდანვე დარწმუნებული იყო იმაში რომ პიცერიის პრესტიჟისთვის, პროფესიონალი „პიცერო“ ჭირდებოდა.

ამიტომ პირველი ვინც სამუშაოდ მოიწვია ეს მისი მეგობარი და კოლეგა, ხავიერ ალვარო კომასი აღმოჩნდა, რომელმაც პორტუგალიაში გამართულ 2010 წლის პიცის ჩემპიონატზე საუკეთესოდ დამზადებული პიცის დამსახურებით პრიზი მოიგო.

რესტორანი-პიცერია ÉLITE

რესტორანში შენარჩუნებულია მისი ინტერიერის პირვანდელი სახე რაც კლიენტებში აღფრთოვანებას იწვევს.

ასე რომ, თუკი ეწვევით ამ არაჩვეულებრივ იტალიურ რესტორანს, რომელსაც ქართული პეწიც დაჰკრავს, ყველაფერ საუკეთესოსთან ერთად კიდევ დაგხვდებათ თბილი, ოჯახური გარემო,

ისიამოვნებთ და დააგემოვნებთ ჩემპიონი „პიცეროს“ მიერ დამზადებულ ერთ-ერთ საუკეთესო პიცას ბარსელონაში და შეაფასებთ ლაშას მომზადებულ მრავალფეროვან იტალიურ მენიუს.

მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა რომ როდესაც ვნახე ეს საოცარი გარემო და ხალხი, როგორი სიყვარულით და პროფესიონალიზმით ეკიდება საკუთარ საქმეს, გული სიამაყით ამევსო.

რადგან მხოლოდ ემიგრანტმა იცის, თუ რაოდენ დიდი შრომის შედეგია ის ყველაფერი რასაც აქ ჩამოსული ადამიანი აღწევს.

და კიდევ, ჩავის გასინჯული აქვს კუბდარი და ხაჭაპური (ქართული პიცა). როგორც გამოგვიტყდა ძალიან აღფრთოვანებული დარჩა ტექსტურით და ქართული გემოებით.

რესტორანს გახსნასთან დაკავშირებით აქვს განსაკუთრებული შეთავაზება,

30%-იანი ფასდაკლებით, იმ ქართველი კლიენტებისთვის ვინც მათ ფეისბუქ გვერდს გამოიწერს და მათივე გვერდიდან დაჯავშნის მაგიდას.

ასე რომ გელით….

დაჯავშნეთ მაგიდა რესტორანში და მიიღეთ 30%-იანი ფასდაკლება!

ამისთვის საჭიროა დააწკაპუნოთ რესტორნის ფოტოზე და მოიწონოთ რესტორნის ფეისბუქ გვერდი,

მისამართი:📍 Av Sarria 15, Barcelona, 08029

934103037

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI