ELPOT ქართულენოვანი წიგნი ამაზონზე / ELPOT როგორ ვაქციოთ ენერგია მატერიად?! სადაა ჩვენი წარმატების გასაღები? როგორ შეგვიძლია წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება?
ამაზე პასუხი თამარ საგინაშვილმა თითქმის ორი ათეული წლის წინ იპოვა საკუთარ თავში.
შემდეგ კი პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება, ტრენინგებით და სხვადასხვა ფსიქოლოგიური კურსებით დაამუშავა და პროფესიულ დონემდე აიმაღლა შემდეგ კი თავი ერთ წიგნად მოუყარა.
ახლა სხვა ადამიანებს ეხმარება როგორც პიროვნული ზრდის ტრენერი საკუთარი შიშების, წარუმატებლობის და სხვადასხვა პიროვნული პრობლემების დაძლევაში.
რომ არა პირადი გამოცდილება და საკუთარ თავზე მუშაობა, ალბათ ვერც სხვას აუხსნიდა თუ როგორ უნდა ვიპოვოთ ჩვენში წარმატების გასაღები.
თამარი, რომელიც 5 შვილის დედაა, თავს წარმატებულ და ბედნიერ ქალად თვლის, თუმცა „აწყობილი ცხოვრების“ მიუხედავად რამდენიმე წლის წინ თავად ასე სულაც არ თვლიდა.
რა საოცარი უმადურობაა! ამ ქვეყნად მილიონობით ადამიანს მართლა სერიოზული პრობლემები აქვს. მიუხედავად ამისა,
ბევრ მათგანს თავი ისე კარგად უჭირავს, ისეთი სიმშვიდით და შინაგანი სიმტკიცით უმკლავდება განსაცდელს, თეთრი შურით შეგშურდება
(ისე, ეს თეთრი შუ რი რა არის, მაინც ვერ გავიგე. შური – შურია, რა მნიშვნელობა აქვს, თეთრად გშურს თუ იასამნის ფრად!)“- წერს თამარი.
საკითხი კი მარტივად დგას… როგორც უზენაესმა ძალამ მოგვანიჭა არჩევანის თავისუფლება, ეს გასაღები სწორედ ჩვენს ხელთაა. ვიქნებით წარმატებული და ბედნიერი, თუ არა, ეს ჩვენს ხელთაა.
„სულ რამდენიმე ათეული წლის წინათ, ძალიან ცოტამ, თუ იცოდა, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენივე ფიქრების მხოლოდ ანარეკლია.
რა გზით ჩნდება ჩვენს თავებში ფიქრები, როგორ ქმნიან და მართავენ ისინი ჩვენს ცხოვრებას, ეს მარტო მე კი არა, კაცობრიობის საღად მოაზროვნე ნაწილის უდიდესმა უმრავლესობამ ახლაც არ იცის.
თქვენ იცით?“-
ასე უშუალოდ მიმართავს თამარი მკითხველს მის პირველ წიგნში- „სამასმეერთე მილიონერი“.
მისი წიგნები გამოირჩევა ძალზედ მარტივი და უშუალო ენით, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს გამოადგება იოლად გააცნობიეროს გაზიარებული ინფორმაცია და პიროვნული ზრდის პროცესში დაეხმაროს.
მეორე წიგნი, რომელიც სულ ახლახან გამოიცა და სხვათა შორის პირველი ქართულენოვანი წიგნია ამაზონზე, ბევრად პროდუქტიულია, იმ მხრივ რომ
ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით, შეძლებთ ნებისმიერი პრაქტიკული სამუშაოს შესრულებას სახლის პირობებში, „ქოუჩის“ დახმარების გარეშე.
წიგნის პრაქტიკულობიდან გამომდინარე, თუკი არ გაქვთ დრო რის გამოც გარკვეულ კურსებს და სემინარებს ვერ ესწრებით,
ეს სახელმძღვანელო, შესანიშნავი გამოსავალია საკუთარ თავზე სამუშაოდ დრო და ადგილი თავად შეარჩიოთ.
წიგნს თან ახლავს ვიდეო გაკვეთილები რომელსაც QR კოდით ნახავთ თუკი, მობილურ ტელეფონს დაანათებთ.
წიგნის გამოწერა უკვე შესაძლებელია საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში (სულ მალე ამერიკაშიც).
თუკი „ამაზონ პრაიმის“ გამომწერი ხართ, შეკვეთიდან მეორე დღესვე მოგიტანენ მისამართზე.
გადადგი ნაბიჯი ცვლილებებისთვის იპოვე წარმატების გასაღები.
YUTUBE: თამარ საგინაშვილი
FACEBOOK: ELPOT
WEB: ELPOT