IBERIA TRAVEL – ემიგრანტი ქალების ტურისტული პლატფორმა / მოგეხსენებათ ემიგრაციაში გზის გაკვლევა ძალიან რთულია. სამშობლოდან ათასობით კილომეტრზე, უცხოეთში, ყველასგან და ყველაფრისგან შორს, დაიმკვიდრო თავი და შექმნა რაიმე ახალი, ფაქტიურად გმირობის ტოლფასია.
თუმცა უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით წარმატებულ ქართველებს ემიგრაციაში. დღეს კი ჩვენი გმირები, ანა გოგრიჭიანი და თამთა გოგნაძე არიან,
ქართველი ემიგრანტები იტალიიდან, რომლებმაც „იბერია თრაველის“ ქსელი დააფუძნეს იტალიაში
IBERIA TRAVEL არის ქართული ტურისტული კომპანიაა, რომლის ძირითადი ინტერესი საქართველოს პოპულარიზაციაა ევროპაში.
პირველ ეტაპზე კომპანია დაარსდა საქართველოში, შემდეგ კი მოღვაწეობა განაგრძო იტალიაში.
ქართული ტურისტული კომპანია, უკვე იყო მიწვეული იტალიაში, პულიას რეგიონში, რიგით საერთაშორისო 85-ე გამოფენაზე – “Fiera del Levante”,
რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა სამხრეთ იტალიაში.
სადაც „იბერია თრაველმა“ უდიდესი დაინტერესება ჰპოვა ადგილობრივი მთავრობის, საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიებისა და სავაჭრო პალატის წარმომადგენლებში.
ტურისტული კომპანიის საქმიანობით დაინტერესდნენ სამხრეთ იტალიაში მცხოვრები საქართველოს დიასპორის წევრებიც.
როგორც ანა გვიყვება, კომპანიის დაარსების იდეა, ერთ ჩვეულებრივ საღამოს, იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს კაფეში მსხდომ, ორ ემიგრანტ მეგობარს შორის დიალოგში დაიბადა.
ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, თუ რა კარგი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის უნიკალურობა მსოფლიოს მასშტაბით ყოფილიყო ცნობილი. რა კარგი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის დამეგობრება სხვადასხვა კულტურის მქონე ევროპულ ქვეყნებთან.
იტალიაში ასობით ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, ამ ქვეყანამ თბილი მასპინძლობა გაუწია თითოეულ ჩვენგანს. საუბარი ემიგრანტებზე განვაგრძეთ, აღვნიშნეთ თუ რა კარგი იქნებოდა გვქონოდა დამატებითი შემოსავალიც.
და აი ასე სპონტანურად დაიბადა იდეა დაეფუძნებინათ ტურისტული კომპანია „იბერია თრაველიის“ ქსელი იტალიაში, სადაც უმოკლეს დროში აქტიურად ჩაერთო ასობით ადგილობრივი ქართველი ემიგრანტი.
რომლებიც სტაბილური სამსახურის პარალელურად, ახლა უკვე გამოიმუშავებენ დამატებით თანხებს, ტურისტულ კომპანიასთან თანამშრომლობით.
პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დამფუძნებლებმა ქსელის გაფართოვება გადაწყვიტეს და უკვე ბარსელონაშიც გადმოვიდნენ.
„იბერია თრაველი“ სწორედ ამ მიზეზით იმყოფება ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქში და თანამოაზრეებს ეძებს.
გვიხარია რომ მოვახერხეთ იდეის სისრულეში მოყვანა, რაშიც დიდი წვლილი თავად ემიგრანტებს მიუძღვით.
მუშაობის პროცესში შევიძინეთ ათობით უცხოელი თანამშრომელიც, რადგან ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ ყველა ადამიანს ვაძლევთ საშუალებას გამოიმუშაონ გარკვეული თანხა.
შესაბამისად ყოველი დაინტერესებული ადამიანი, ჩვენი პოტენციური თანამშრომელია.
სამომავლოს„იბერია თრაველი“ გეგმავს ევროპის უამრავ ქვეყანაში შექმნას ფილიალი.
იტალიის შემდეგ, ახლახან ჩამოვედით უკვე ესპანეთში – ქალაქ ბარსელონაში, სადაც გადავწყვიტეთ იგივე საქმის გაგრძელება
და ამჯერად ჩვენს დიდ ქართულ-ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის, ვიწვევთ ესპანეთში მყოფ, ქართველ ემიგრანტებს და არა მხოლოდ მათ – ნებისმიერი ეროვნებისა და პროფესიის ნებისმიერ ადამიანს !
ანა გვიხსნის რომ „იბერია თრაველში“ მოსახვედრად მარტივი რეგისტრაციაა საჭირო. თანამშრომლობის მსურველებს, თავად კომპანია აწვდის ინდივიდუალურ პრომო კოდს და რეკლამისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას და მასალას. ამ შეთავაზებაში ყველაზე მომხიბვლელი ისაა რომ გეძლევათ შესაძლებლობა შეარჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი თანამშრომლობის ფორმა როგორც დროში, ისე ნებისმიერი ლოკაციიდან.
თანამშრომლების მოსაზიდად კომპანიას აქვს წახალისების მომზიდველი ფორმაც კომპენსაციის სახით.
📍ერთ მოწვეულ პერსონაზე კომპანია მომენტალურად ურიცხავს თანამშრომელს – 200 ევროს !
📍5 მოწვეულ დამსვენებელზე – 1000 ნაცვლად 1200 ევროს;
📍სრული, 10 კაციანი ჯგუფის შედგენისას კი 2000 ნაცვლად 2500 ევროს. თანხა ანგარიშზე ისახება მომენტალურად.
ფაქტიურად შეგიძლიათ საკუთარ სახლში დასვენებისას, საინტერნეტო რეკლამით მოაგროვოთ ადამიანთა რაოდენობა (თუნდაც 1 დამსვენებელი) და იმ წამსვე მიიღოთ თანხა. კომპანიას აქვს ყველანაირ მომხმარებელზე მორგებული ტური, როგორც 3, ასევე 5, 7, 10,12 და 14 დღიანი ტურები.
როგორ და სად მუშაობს იბერია თრაველი?
კომპანია მუშაობს როგორც ტურებზე საქართველოში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. შეთავაზებაშია სრულიად დაგეგმილი ტური დამსვენებლისათვის რაც მოიცავს :
სამჯერად კვებას, მაღალი კლასის ავტომობილებით მომსახურებას, დამსვენებლის მშობლიურ ენაზე მოსაუბრე გიდს,
4/ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებას და რა თქმა უნდა საოცარ თავგადასავლებს და დასვენებას.
აღსანიშნავია, რომ ტურის შეძენისას მომხმარებელს არანაირი დამატებითი თანხის გადახდა არ უწევს ყველა ხარჯი შესულია საფასურში.
და მაინც რითი გამოირჩევა „იბერია თრაველი“ დანარჩენი ტურისტული კომპანიებისგან?
მთავარი მიზანი-საქართველოს პოპულარიზაციაა ევროპაში, გვინდა მსოფლიომ გაიცნოს ჩვენი საოცარი სამშობლო მისი უნიკალური ბუნებითა და კულტურით.
საქართველო კონტრასტების ქვეყანაა, სადაც ნახევარ უდაბნოდან თოვლიან სასრიალო კურორტზე შეგიძლია მოხვდე, ხოლო მეორე დილით ზღვის ნაპირზე მიირთვა ფინჯანი ყავა და დატკბე თოლიების ცქერით.
აქ ყველა პოულობს თავის წილ ბედნიერებას და მოგზაურობიდან შთაბეჭდილებებით სავსე ბრუნდება.
რაც მთავარია, საქართველოში მოგზაურობა ოთხივე სეზონზეა შესაძლებელი. კომპანია დამსვენებლებს აძლევს შანსს თავად მიიღოს მონაწილეობა უძველეს ტრადიცია – რთველში – ყურძნის დაკრეფასა და მის დაწურვაში.
დააგემოვნოს ქართული ღვინო, აგრეთვე მიიღოს მონაწილეობა ქართული ცეკვისა და სიმღერის მასტერკლასებში.
აგრეთვე დამსვენებლებს ჩაუტარდებათ ქართული ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები.
შესაძლებლობა ექნებათ თავად მიიღონ მონაწილეობა ქართული კერძების მომზადებაში, ამოავლონ ჩურჩხელა და მოახვიონ ხინკალიც კი!
მათ შეუძლიათ იჯირითონ ცხენით საქართველოს ულამაზეს ბუნებაში, დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობებით, როგორიცაა : ჯომორდობა, ზიპლაინი, პარაპლანით ფრენა, ნავით გასეირნება ულამაზეს კანიონებში. 🚣🏇🪂
ყველა ზემოთაღნიშნული აქტივობა შედის ტურის ღირებულებაში – დამსვენებლებს არ უწევთ დამატებითი თანხის დახარჯვა.
ემიგრანტი ქალბატონების ძალისხმევით და საინტერესო შეთავაზებებით, ტურისტულმა კომპანიამ საოცარი წარმატება მოიპოვა უმოკლეს დროში,
თუმცა ანა თვლის, რომ არა საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერა, ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხდებოდა და რაც მთავარია მიუღწეველი
დარჩებოდა კომპანიის მთავარი მიზანი „საქართველოს პოპულარიზაცია“ საზღვარგარეთ.
ამიტომ კომპანია, მადლობას უხდის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის ამ საქმეში, საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქალაქ ბარში და საქართველოს გენერალურ კონსულს, ბატონ ვახტანგ ანდღულაძეს.
საკონტაქტო:
☎️ : +34 617648572
Facebook: IBERIA TRAVEL