კიბერშეტევა UAB-ზე – 10 ნოემბერს ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის (UAB) კამპუსზე განხორციელდა მაშტაბური კიბერთავდასხმა, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა უნივერსიტეტის ინტერნეტ სერვერები. არ აქვთ წვდომა არც ელექტრონულ ფოსტაზე.
კიბერთავდასხმის შედეგად გაურკვეველი დროით გაქრა ყოველგვარი ინფორმაცია, როგორც კვლევების, ისე ნიშნების და უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტების შესახებ. უცნობია აღადგენენ თუ არა წვდომას ყველა საჭირო ინფორმაციაზე.
ამ ეტაპზე უნივერსიტეტი საკომუნიკაციოდ იყენებს ტელეგრამის აპლიკაციას. სტუდენტებს და ლექტორებს შეფერხების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა მხოლოდ აუდიტორიაში დასწრებით ლექციებზე აქვთ.
ესპანეთში უნივერსიტეტები პანდემიის გამო ძირითადად ონლაინ რეჟიმით აგრძელებდნენ მუშობას, 2021 წლის ახალი სასწავლო წლისთვის კი ბარსელონას ავტონომიურმა უნივერსიტეტმა 100% განაახლა დასწრება.