ძალოვანებს უბრალოდ „მაფიის ბოსი“ ჭირდებოდათ, მეტი დრამატულობისთვის: ჩვენს მკითხველს უდავოდ ემახსოვრება 2019 წელს ჩატარებული მაშტაბური სპეცოპერაცია ბარსელონაში, „მერლის საქმე“ ბოლო დროის ერთერთი ყველაზე გახმაურებული ოპერაცია ესპანეთში, როდესაც ესპანელმა სამართალდამცავებმა დაკავეს 100–მდე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე. დაკავებულებიდან 66 ეჭვმიტანილი იყო საქართველოს მოქალაქე, 25 მათგანი ეჭვმიტანილად მიიჩნიეს ბინების ძარცვასა და სხვადასხვა კრიმინალურ დანაშაულებებში, ხოლო 41 ადამიანი საიმიგრაციო კანონის დარღვევის ნიადაგზე იქნა დაკავებული. სპეცოპერაციის შედეგად ჩატარდა წმენდა და უკლებლივ გამოასახლეს ყველა ემიგრანტი, რომელთა უმრავლესობა არალეგალურად იმყოფებოდა ქვეყანაში, და ასევე უკანონოდ ქონდათ დაკავებული „მენენდეს პიდალის“ ყოფილი სკოლის შენობა ჰოსპიტალეტის რაიონში.
რადგან ამ ძველ სკოლაში გადაღებულია ადგილობრივი ტელევიზიის TV 3–ის ცნობილი სერიალი „მერლი“ სპეცოპერაციაც ამავე სახელით „მოინათლა“ როგორც მერლის საქმე.
ესპანურმა პრესამ უმალ აიტაცა ეს ფაქტი და თვეების მანძილზე ბოლო წლების ყველაზე ცნობილ ფაქტად შეიძლება დავასახელოთ, როდესაც კვირა ისე არ გავიდოდა ამ თემას არ შეხებოდნენ ჟურნალისტები. თავდაპირველად დაიწერა ყოფილი სკოლის შენობაში უნებართვოდ შესახლებული განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ქართველების შესახებ, ასევე წერდნენ, რომ აღნიშნულ უბანში სადაც ქართველები შესახლდნენ განსაკუთრებით იმატა ძარცვამ და ქურდობამ, ადგილობრივი მოსახლება ჟურნალისტებთან ინტერვიუებში ხაზს უსვამდა, რომ გამეფებული შიშის გამო ოჯახები მოზარდებსაც კი აღარ უშვებდნენ გარეთ ,რადგან მოხშირებული იყო ქუჩაში თავდასხმებიც. იწერებოდა რომ ქართული მაფია მუშაობდა ემიგრანტების ჩამოყვანაზე და ა.შ. რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტში ესპანეთის წარმომადგენელიც კი დააყენეს კონტროლზე რომ საქართველოდან მომავალი მგზავრები საგულდაგულოდ გადაემოწმებინათ.
როდესაც ჩატარდა სპეცოპერაცია, გაზეთებში დაიწერა რომ დაკავებული იყო მაფიის ბოსი და მისი ცოლი. ესპანურ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ ძალიან დიდი ჩრდილი მიაყენა საქართველოს იმიჯს. ქართველ ემიგრანტებს შეექმნათ საზოგადოებაში გარკვეული უხერხულობა, რადგან ხშირ შემთხვევაში არასასიამოვნო კითხვებისგან თავის არიდება შეუძლებელი იყო.
მოგეხსენებათ საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის ძალიან ბევრი დრო და ენერგიაა დახარჯული როგორც სახელმწიფოს, ისე დიასპორის წარმომადგენლობის მიერ. მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლებში საქართველოს ცნობადობა აშკარად გაზრდილია, შავი პიარი განსაკუთრებით ძლიერია და ბევრად უფრო საზიანო პოზიტიურის საპირწონედ.
ეს შესავალი გავაკეთეთ ამბის გასახსენებლად, თუმცა ამჯერად შემოგთავაზებთ ანონიმური წყაროს ვერსიას, რომელიც მედლის მეორე მხარეზე გვიყვება, რაც ამ გახმაურებულ ამბებს მოყვა. წყარო გვიყვება, რომ უშუალოდ აკვირდებოდა „მერლის საქმეზე“ მიმდინარე სასამართლოს, სადაც გამოიკვეთა პოლიციის მხრიდან გადაცდომები, განსაკუთრებით კი ერთ-ერთი დაკავებულის შემთხვევაში, რომელიც მიჩნეული იყო „მაფიის ბოსად“ და მთელი ოჯახი სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად დააკავეს მერლის სპეცოპერაციამდე 2 თვით ადრე. როდესაც ზემოთ ხსენებულმა ოჯახმა გადაწყვიტა აღნიშნულ სკოლაში საცხოვრებლის დატოვება ნაქირავებ ბინაში გადასვლა, მათი დაკავება სწორედ გადასვლის დროს მოხდა. გააჩერეს ავტომობილი რომლითაც გადაადგილდებოდნენ და ცოლ-ქმარს ბრალი წარუდგინეს, მამაკაცს როგორც დაჯგუფების ორგანიზატორს, მეუღლეს კი ეგრეთწოდებული „ობშიაკის“ ამგროვებელს თუმცა ცოლი თორმეტთვიანი სასამართლოს შემდეგ ყველა ბრალდებაში გამართლდა და გათავისუფლდა, ქმარს კი 27 თვიანი პატიმრობიდან მხოლოდ 12 დაუტოვეს რის გამოც სახელმწიფოს მისთვის ასანაზღაურებელი აქვს 15 თვე (სანდო წყაროს ინფორმაციით, თუ გააგრძელეს გასაჩივრება იმ 12 თვეზეც მოუხსნიან ნასამართლეობას). მიუხედავად მათ ოჯახზე განხორციელებული დაკვირვებისა და ტელეფონო მოსმენებისა რომელიც მიმდინარეობდა თვეების მანძილზე, ბრალდებამ ხელჩასაჭიდი ფაქტები მაინც ვერ წარმოადგინა.
როგორც ანონიმური წყარო გვიცხადებს, აღნიშნული ოპერაციის ჩატარების შედეგად დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ ეს ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არ ქონდათ კრიმინალთან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ შენობაში უწევდათ ოჯახით ცხოვრება და ოჯახის უფროსს ენის ცოდნის გამო ხშირად უწევდა მომრიგებლის როლში ყოფნა, მეზობლებსა და პოლიციას შორის, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა პოლიციის მხრიდან, ის და მისი მეუღლე. წყაროს ვარაუდით მისმა აქტიურობამ განაპირობა ამ ადამიანის „მაფიის ბოსის“ სტატუსი.
წყარო რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა გვიყვება თუ რამ გამოიწვია დიდი რაოდენობის ქართველის ერთად მობილიზება და რა გარემოებებმა მიიყვანა ისინი ოჯახებით ეცხოვრათ მსგავს რთულ პირობებში.
აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა დროს ფაქტიურად ქუჩაში დარჩენილმა ადამიანებმა რომლებიც თავშესაფრის ძიებაში იყვნენ ქართველმა ნაცნობებმა შესთავაზეს მიტოვებული სკოლის შენობაში მათთან ერთად შესახლება, სადაც თავდაპირველად სულ რამდენიმე ქართველი მამაკაცი აფარებდა თავს და საბოლოო ჯამში ოჯახებიც შეეფარნენ, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებით. მათი უმრავლესობა საქართველოდან პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის გამო ჩამოვიდნენ. მათმა უმეტესობამ ან საერტოდ ვერ მიიღო ვერანაირი დახმარება ან გარკვეული დრო დაჭირდათ სანამ ადგილს გამოუნახავდნენ ამა თუ იმ საერთო თუ ინდივიდუალურ საცხოვრებელში და თვეების მანძილზე ცხოვრობდნენ ამ შენობაში სადაც წყალი და დენი ფუფუნებას წარმოადგენდა. ბოლო წლებში, როგორც ჩანს უკვე სამხრეთ ამერიკული წარმოშობის ოჯახებიც შეეფარნენ ამავე შენობას და ფართის ნახევარს იყოფდნენ ქართველებთან.
მოგეხსენებათ ამ პერიოდში ფიქსირდება ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის მობილიზება ბარსელონაში და ყველაზე მეტი მოთხოვნა ლტოლვილის სტატუსზე, რაც ძირითადად განაპირობა 2017 წლის 8 მარტის შეთანხმებამ უვიზო მიმოსვლაზე ევროპასთან და ვიზიარის მიერ განხორციელებულმა პირდაპირმა რეისებმა ქ. ბარსელონასთან.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წყარო გვიყვება რიგ უკანონობებზე,,, რომელსაც ადგილი ქონდა მოსოსდესკუადრას (კატალონიის პოლიცია) მხრიდან. და აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში ქართველებს ენის უცოდინრობის გამო ქონდათ კომუნიკაციის პრობლემა პოლიციასთან და იმის საშუალებაც არ ეძლეოდათ თარჯიმანი მოეთხოვათ დაკავების პროცესში, რადგან ხშირ შემთხვევაში მათზე ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა დაკავებისას. როდესაც პოლიციელი მათ ესპანურად მიმართავდა და ქართველებს არ ესმოდათ პოლიციის მითითებები, რაც მიიჩნეოდა დაუმორჩილებლობად, რის შედეგადაც ქართველებზე ხორციელდებოდა ძალადობა. როგორც ჩვენი წყარო აღნიშნავს, ამ ძაადობის ფაქტები და მტკიცებულებებიც წარდგენილ იქნა სასამართლოზე.
საინტერესოა ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ ესპანეთში ციხეში მოხვედრილ პატიმარს შეუძლია ჩვეულებრივი სამუშაო გრაფიკით იმუშაოს და როგორც ყოფილ პატიმარს პაროც ეკუთვნის თავისუფლების შემთხვევაში სანამ ხელხლა დასაქმდება.
დაკავებულმა მამაკაცმა რომელსაც „მაფიის ბოსობას“ ედავებოდნენ მოახერხა იმის დამტკიცება, რომ პოლიციის მხრიდან უკანონო მიყურადებას ქონდა ადგილი, რის ნიადაგზეც სასამართლომ სატელეფონო ჩანაწერები უკანონოდ მიიჩნია. ასევე წყარო აღნიშნავს, რომ საუბრის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი იყო გაყალბებული, ქართველი თარჯიმნის „წყალობით“ და განსაზღვრავდა დაკავებული მამაკაცის დამნაშავეობის ფაქტორს, ქართველ თარჯიმანს სრულიად საწინააღმდეგო თარგმანი ქონდა გაკეთებული არსებული ჩანაწერისგან, რომელი ჩანაწერის გაბათილებაც მოხერხდა, რაც უდავოდ მიუთითებს სასამართლო უწყების მიუკერძოებლობაზე. წყარო საპირისპირო აზრისაა პოლიციის შემთხვევაში. ჩვენი წყაროს დასკვნით, რადგან ამ სპეცოპერაციაზე ესპანეთს მხარემ უზარმაზარი თანხები დახარჯა, სავარაუდოდ ამ თანხების მიზანშეწონილობის გამყარებისთვის ჭირდებოდათ „მსხვერპლი“. ჩვენი წყარო გვარწმუნებს, რომ ეგრეთწოდებული „მაფიის ბოსი“ ფაქტებიდან გამომდინარე, საბოლოოდ ერთი მშრომელი ადამიანი გამოდგა.
ძალოვანებს უბრალოდ „მაფიის ბოსი“ ჭირდებოდათ, მეტი დრამატულობისთვის…
მისი ინფორმაციით მერლის სპეცოპერაციის დაკავებულებიდან მხოლოდ 3 ადამიანს მიესაჯა 4 წელი და ამ ეტაპზე ისინიც მიმაგრებაში იმყოფებიან.
ვიკითხეთ თუ რას ურჩევდნენ ქართველებს რომლებსაც შეიძლება მომავალში ქონდეთ პოლიციასთან შეხება?
ჩენი წყაროს ინფორმაციით ეროვნული პოლიცია (policía nacional) ბევრად სამართლიანი ქცევით გამოირჩევა მოსოსგან განსხვავებით, მათ ძალიან ხშირად დაკავებულები დაუცვიათ კატალონიის პოლიციის (Mossos de Escuadra) მხრიდან არასწორი მოპყრობის მცდელობისგან. მისი რეკომენდაციით ზრდილობიანი მოქცევა და კონტაქტში შესვლა ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს განურჩევლად იმისა ეს პოლიცია იქნება თუ ციხის თანამშრომელი.
წყაროსთან კითხვაზე თუ რატომ ამახვილებენ ქართველებზე განსაკუთრებულად ყურადღებას ესპანურ პრესაში, როდესაც სხვა ეროვნების ადამიანებიც ძარცვავენ ბინებს?
პასუხად მივიღეთ ასეთი რამ:
როგორც ჩანს ქართველები დახელოვნებულები არიან კარების ისე გახსნაში რომ დაზიანების კვალი არ ჩანს, სხვა დაჯგუფებების შემთხვევაში ძირითადად კარების შემტვრევით შედიან. ხშირად ძალადობენ კიდეც, თუ ვინმე დახვდათ ბინაში, რაც ქართველების შემთხვევაში გამორიცხულია. არასოდეს ძალადობენ, მაშინვე ტოვებენ ადგილს თუ შიგნით ვინმე დახვდათ. რაც შეეხება მეორე მხარეს პრობლემა იმაშია, რომ თუ კი კარები დაზიანებული არაა და ბინაში ძალადობრივად შეღწევის კვალი არ ჩანს, დაზღვევა არ ანაზღაურებს დანაკარგს. სხვა შემთხვევაში დაზარალებულს შესაძლოა გაუხარდეს კიდეც მის ბინაში ვინმე რომ შეიჭრას, კარგ კომპენსაციას გადაუხდის სახლის დაზღვევა. აი ამაშია პრობლემა.
დასასრულისთვის აუცილებელია აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მსგავს სპეცოპერაციების დროს, ყოველთვის შეიძლება ტალღაში მოყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არასწორ ადგილას და დროს აღმოჩნდნენ მოცემულ მომენტში. ასევე ნაქურდალი ნივთის თქვენს მფლობელობაში ქონა ყოველთვის ამყარებს გამოძიების ვერსიას რომ დამნაშვედ მიგიჩნიონ განურჩევლად იმისა მოპარულ ნივთს ყიდულობთ თუ იღებთ საჩუქრად.