მოსალოდნელია თუ არა გლობალური ჩაბნელება ევროპაში?: ევროპა პანდემიის შემდგომ ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით იმატა მასმედიაში ამ თემაზე საუბარმა მიუხედავად იმისა, რომ ექპერტების შეფასებით საფრთხე ნაკლებად რეალისტურია. როგორც ვარაუდობენ კრიზისი მოსალოდნელია როგორც დენით, ასევე ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებით მომარაგებაზე.
როდიდან დაიწყო ამ თემაზე საუბარი?!
ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა კლაუდია ტანერმა გასულ კვირას შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა მოსალოდნელ კრიზისთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ: „საქმე იმაშია არაა ჩაბნელება მოხდება თუ არა, არამედ როდის მოხდება“ რითიც ახალი კოლაფსი დააანონსა და კოვიდ 19–ის შემდეგ, პლანეტის ახალ გამოწვევად დაასახელა. ასევე ავსტრიის მინისტრი სათავეში ჩაუდგა ახალ ინიციატივას რათა ქვეყანაში დაიწყოს საკვები პროდუქტების მარაგის შევსება მომავალში კრიზისის დასაძლევად.
რატომ გაჩნდა ევროპის ჩაბნელების ალბათობა?
საკითხი მარტივადაა დასმული, სავარაუდოდ კრიზისის მიზეზი გახდება გადაჭარბებული მოხმარება რაც გამოიწვევს, ქსელების გადატვირთვას და ტექნიკურ გაუმართაობას. ასე რომ ავსტრია უკვე იწყებს სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დანაყოფების მომზადებას, რომლის რეკონსტრუქციაც უნდა განხორციელდეს 2025 წლამდე. ნიშანდობლივია ის ფაქტი რომ სწორედ ამ ქვეყანამ იწინასწარმეტყველა პანდემიის ალბათობა ათი წლის ვადაში ჯერ კიდევ 2017 წელს რაც საბოლოო ჯამში გამართლდა კიდეც.
როგორც ესპანური პრესა იტყობინება ელექტრო სექტორისგან მსგავსი კოლაფსის ალბათობა ბევრადაა დამოკიდებული რუსეთის ქმედებაზე თუ კი ეს ქვეყანა შეწყვეტს გაზის მიწოდებას ევროპისთვის.
რადგან ევროპის მომარაგების კაბელი დივერსიფიცირებულია, შეადგენს 307.503 კილომეტრს და იყოფა რეგიონების მიხედვით: ევროპის კონტინენტური რეგიონი, ბალტიისპირეთი, სკანდინავიური, ბრიტანული და ირლანდიელი, ასევე კვიპროსის და ისლანდიის იზოლირებული სისტემები, ამიტომ ექსპერტების აზრით ნაკლები ალბათობაა ერთდროულად მოხდეს ყველა არხის შეფერხება, რაც ქვეყნებს გაუმარტივებს ერთმანეთის დახმარებას და რესურსების სწორად გადანაწილებას. მიუხედავად იმისა რომ მომარაგების წყაროების დაყოფა სიმშვიდის საბაბს იძლევა ევროპაში, დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა რამდენად გამოირიცხება გლობალური ჩაქრობა და ამის გარანტია არც არსებობს, ამიტომ ყველაფერი მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.
ისმის კითხვა ესპანეთი დგას თუა არა საფრთხის წინაშე?
ესპანეთი ძირითადად მარაგდება ალჟირიდან და მხოლოდ 10% შეადგენს საფრანგეთიდან მიღებულ ელექტროენერგიას.
როგორც ესპანეთის მხარე ირწმუნება ქვეყანას ევროპაში ყველაზე საიმედო გაზმომარაგება აქვს, თუნდაც ერთი არხის ჩაკეტვის შემთხვევაში ყოველთვის რჩება კიდევ რამდენიმე ქვეყანა ევროპის მიღმა (მესამე ქვეყნები) რომელიც მზად არიან გაზის მიწოდება განაგრძონ. ესპანელი ექსპერტები ასევე ვარაუდობენ რომ ავსტრიის შემთხვევაში პოლიტიკოსები მსგავს პრობლემას პროგნოზირებენ გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის გაზმომარაგებაზე არიან დამოკიდებულები, რაც განსაზღვრავს მათი მხრიდან შფოთვის მიზეზებს.
მსოფლიოს უახლესი ისტორიიდან გვაქვს მსგავსი კრიზისის ფაქტები როგორიცაა: ორი წლის წინანდელი მოვლენები ვენესუელაში და კოლუმბიასთან საზღვრისპირა ზოგიერთ რაიონში, რომელიც გაგრძელდა 300 დღე (2019 წლის 7 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) და დააზარალა 30 მილიონი ადამიანი. ასევე 2012 წელს მოხდა მსგავსი ფაქტი თურქეთში, სადაც მოსახლეობას 104 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ევროკავშირში მსგავსი ფაქტების აღმოსაჩენად მოგვიწევს გადავხედოთ უფრო ადრეულ წლებს როგორიცაა 1983 წელი, როდესაც შვედეთი 89 დღის განმავლობაში განიცდიდა მიწოდების კოლაფსს და ოთხნახევარი მილიონი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. 1999 წელს, 26-დან 28 დეკემბრამდე საფრანგეთში სამ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი მაშტაბური გათიშვა აღარ მომხდარა. მიუხედავად საშიშროების ნაკლები ალბათობისა ავსტრიის შეშფოთებამ უმალ პოვა გამოხმაურება ევროპის ქვეყნებში და დაიწყეს ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროების განხილვა.
ინფორმაცია ეყრდნობა ესპანურ პრესას: El país, 20 minutos