Pun-Tita ემიგრანტების ბიზნესად ქცეული ჰობი

Pun-Tita-ემიგრანტების-ბიზნესად-ქცეული-ჰობი956X960

Pun-Tita ემიგრანტების ბიზნესად ქცეული ჰობი/ თათია გულედანი და თინათინ არველაძე ერთმანეთს ესპანეთმა და საყვარელმა საქმიანობამ დააკავშირა.

თათია გულედანი და თინათინ არველაძე სევილიიდან

როგორც თათია ამბობს,  ,,რომ არა ჩემი და თინათინის განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა, ალბათ, ცალ-ცალკე ვერ მოვახერხებდით ამ სილამაზეების შექმნას“.

ეს  ,,სილამაზეები“ კი, ხელსაქმეს, კერძოდ, ყაისნაღით და ჩხირებით ქსოვას, ჩანთების დამზადებას  და  მოკლედ, ყველაფერ იმის შექმნას გულისხმობს, რასაც ქართველ  ,,ხელმარჯვე ოსტატებს“ მომხმარებელი  შეუკვეთავს.

მათთვის ერთი შეხედვით, უჩვეულო საქმიანობა კი, ქართველმა ემიგრანტებმა სევილიაში, ძირითადი, ყოველდღიური, რუტინული შრომის პარალელურად (რასაც ყველა ემიგრანტი საქმიანობს), ერთი წელია,  თვითდაფინანსებით, დაიწყეს.

თავდაპირველად, ძალიან ელემენტარული  ბაფთებით და ,,ბრელოკები“ შექმნეს. მათ რეალიზაციას კი, ახლო მეგობრების და თანამშრომლების წრეში ახდენდნენ:

,,შემდეგ შევქმენით ვებგგვერდი, ვყიდით ვინთედზეც. ეს საქმიანობა პირველი – ხელსაქმის მიმართ სიყვარულის და მეორე- ფინანსური ინტერესის გამო ავიწყეთ.  

ესპანეთში ვიმყოფებით ოჯახებით. თიკო, თავისი ოჯახით, 9 წელია, აქ არის, მე, ჩემი ოჯახოთ, – 4 წელი“.  

როგორც ყველა ემიგრანტს, თინათინს და თათიას საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწიათ. არც  ,,ბავშვებით“ ჩაბარება იყო ადვილი.

დრო გავიდა და  ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუპოვარი შრომით და თავდადებით, მაინც შეძლეს, მუშაობის უფლება მოიპოვეს და სამსახურიც დაიწყეს:

,,მადლობელი ვართ ესპანელი ხალხის, რადგან ყველანაირად დაგვიდგნენ მხარში. ენის არ ცოდნის მიუხედავად, არ გაგვჭირვებია სამუშაოს დაწყება.  ვმუშაობთ სრულ განაკვეთზე, ლიმპიესა და  სხვადასხვა ემპრესაში.

სურვილი გვაქვს, გვქონდეს ჩვენი კუთხე, მეტი მომხმარებელი გვყავდეს და მხოლოდ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ“,-ამბობენ თათია და და თინათინი.

ხელსაქმის ოსტატები თანამემამულეებს შედარებით დაბალ სარეალიზაციო  ფასებს სთავაზობენ. მომხმარებლის 90% კი, ესპანელია.

ქართველი ემიგრანტები, ჯერჯერობით, ისევ თვითდაფინანსებაზე მუშაობენ და  ცდილობენ, რომ საკუთარი საქმიანობა უფრო მრავალფეროვანი გახადონ,  წარმოება გააფართოვონ, მეტი ადამიანი დააინტერესონ და  საქმეში სხვა ქალებიც ჩართან და დაასაქმონ. 

,,ვასწავლით და შევაყვარებთ საქმეს, თუ სურვილი ექნებათ.  საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა, მოითხოვს ბევრ დროს და ენერგიას დათუ ეს საქმე არ გიყვარს, ვერაფერს  გააკეთებ“, -ამბობენ ქართველი ემიგრანტები.

პანდემიიის დროს ერთობლივად გაჩენილმა იდეამ,  რომ რამდენიმე ნივთი  საკუთარი ხარჯებით  დაემზადებინათ და  სხვადასხვა სოციალურ  ქსელში აეტვირთათ, როგორც ქართველების, ასევე, ესპანელების,  დიდი     ყურადღება მიიპყრო.

ასე გაჩნდა დიდი საქმის პატარა, ნათელი გზის დასაწყისი თათია გულედანისა და თინათინ არველაძისთვის, რომელიც შემდეგ მათ მთავარ საქმიანობად იქცა.

როგორც ქართველი ემიგრანტები ამბობენ, ,,ერთმანეთს ვამხნევებთ და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ.

ვისურვებდი, ყველა ქართველი, ვინც აქ არის, ასე იყოს შეკრული და მეგობრული, როგორც ჩემი და თინათინის ოჯახები. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ! “.

ნატალია მეგუთნიშვილი

ნატო მეგუთნიშვილი

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI