ქართველების დაპირისპირება, გაძევება და პენალტების სერია რუსეთის თასზე

რუსეთის თასის მე-3 რაუნდში ალექსანდრე კახიძის “ველესი” ზურიკო დავითაშვილის ტულის “არსენალს” დაუპირისპირდა. შეხვედრა საინტერესო გამოდგა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა – შემდეგ ეტაპზე “არსენალი” ითამაშებს.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. კახიძემ 47 წუთი ითამაშა, დავითაშვილი კი 72-ზე შეცვალეს. შეხვედრის ძირითადი დროის (1:1) ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოველები 10 კაცით დარჩნენ, თუმცა “არსენალმა” ეს უპირატესობა ძირითად დროში ვერ გამოიყენა, პენალტების სერია კი უკეთ შეასრულა – 4:3.

“არსენალი” რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში, 31 ოქტომბერს, “სოჭს” უმასპინძლებს, “ველესი” კი ამავე დღეს რუსეთის პირველდივიზიონში “ვორონეჟს” დაუხვდება. კახიძის გარდა, გუნდში 23 წლის თემურ ჯიქიაც გამოდის, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI