“გადმოცემის თანახმად ხევსურეთის სოფელ ანატორის მცხოვრებლებმა საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისგან იხსნეს. როდესაც მთელი სოფელი დაავადდა, სოფლიდან გასვლა თვითონვე აკრძალეს, შავი ჭირი სხვაგან რომ არ გავრცელებულიყო. სოფლის კოშკზე ორი თოფიანი კაცი დააყენეს, თუ ვინმე გაპარვას დააპირებდა, მაშინვე ესროლათ. სოფლიდან 100 მეტრში აკლდამები ააგეს, ვინც ავად გახდებოდა, თავისი ფეხით მიდიოდა და სიკვდილს იქ ელოდებოდა. კოშკიდან ერთი თოფიც არ გავარდნილა, არავის უცდია გაპარვა. 2000-ზე მეტი ადამიანიდან სულ 7 გადარჩა ცოცხალი. აკლდამაში მკერდზე მიკრული შვილით ქალი იპოვეს და მისი წარწერა კედელზე:
გაღმა სოფელში ასკილი ჰყვავის…”