,,TIME OF LOVE”-ქართველი ხელოვანების გამოფენა მადრიდში

ქართველი-ხელოვანების-გამოფენა-მადრიდში942X604
,,TIME OF LOVE''-ქართველი-ხელოვანების-გამოფენა -მადრიდში1080X1080

,,TIME OF LOVE” ანუ სიყვარულის დრო“,-ქართველი ხელოვანების გამოფენა მადრიდში/ანა დედაბრიშვილი – 28 წლის მხატვარი და კურატორი-საქართველოში ცხოვრობს, მადრიდში კი, გამოფენით ჩამოვიდა.

ამ გამოფენაზე კიდევ სხვა 18-მდე ქართველი ხელოვანი იღებს მონაწილეობას, რომელის ინაუგურაციაც დაიწყო 1 ნოემბერს და გრძელდება 7 ნოამბრის ჩათვლით *რედ.

ექსპოზიციის სახელწოდებაა- ,, სიყვარულის დრო”.

ანა  ფერმწერია, თუმცა შერეულ ტექნიკაშიც მუშაობს და ვიდეო და სტრიტ – არტს აკეთებს:

,,ჩემი ხელოვნება  სიყვარულის და სიმშვიდის იდეების გამოხატულებაა, სხვადასხვა მედიუმის საშუალებით“,- ამბობს ანა.

როგორც ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი გვიხსნის, გამოფენაზე სხვადასხვა მედიუმისა და სტილის მხატვრები  ორი მნიშვნელოვანი კონცეფციის: სიყვარულისა და დროის გარშემო იმსჯელებენ.

ანას თქმით, ,,წარმატების მიღწევა მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული. ის, თუ რა გარემოში ხარ და როგორ შეგიძლია, ეს გარემო შენს წარმატებად გარდაქმნა, ესეც შენი ძალისხმევის შედეგია“.

ესპანეთამდე კი, იყო პოლონეთი,  შემდეგ- პარიზი, სადაც  ქართველ მხატვრებთან  და მოქანდაკეებთან ერთად, ჰქონდა გამოფენა, ამჯერადაც რომანტიკული სახელწოდებით,- ,, ქართული რომანსი”.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ანა დედაბრიშვილი გამგზავრებას საბერძნეთში აპირებს. გამოფენის სახელწოდება ,, გრძნეულთა საქართველო ” იქნება…

შემდეგ კი, ბერლინს გააოცებს, ექსპოზიციით, ,,გონების სიმშვიდე”.

,,ვაპირებთ, სამომავლოდ სხვა კონტინენტებამდეც  ,,გავცუროთ“, ჩვენი გამოფენით და მესიჯებით, სიყვარულის შესახებ,-ამბობს ანა.

-როგორ დაიწყო თქვენი გზა ხელოვნებაში?-ვეკითხები, ერთი შეხედვითაც კი, ძალიან საინტერესო ადამიანს. ის მპასუხობს, რომ ბავშვობაში სახლის კედლებზე ,,არალეგალურად” ხატავდა. არც თოჯინების თმებზე ხატვაზე ამბობდა უარს, რაც გულს უჩქარებდა.

,,ხატვაზეც დავდიოდი, მაგრამ იქ ყველა უფროსი იყო და მე პატარა. მრცხვენოდა ხოლმე ჩემი ნახატების, მაგრამ მახსოვს, როგორ აქებდა ჩემს ფერებს მასწავლებელი. რომ გავიზარდე, აღარ ვხატავდი

 ერთხელ ჩემი მეგობრისთვის საჩუქრის გაკეთება მინდოდა, რომელიც სხვა ქვეყანაში იყო და კედელი მოვხატე. ეგ იყო დიდობაში ჩემი პირველი ნახატი, მერე დავშორდითპირველი სიყვარული იყო და ძალიან განვიცადე, რის შემდეგაც ხატვაზე სიარული დავიწყე.

მახსოვს, როდესაც პირველად ფერებით დავხატე, როგორ გამიძლიერდა გულისცემა. შემდეგ გრაფიკულ დიზაინერად ვმუშაობდი, თუმცა რაღაც ეტაპზე ჩემი ცხოვრება ცარიელი გახდა.

ერთ დღეს აღმოვჩნდი მთებში, ერთი თვით ,ინტერნეტის და ტელეფონის გარეშე. იქიდან რომ დავბრუნდი, სამსახურიდან წამოვედი, ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება მისტიკურობისთვის, სიყვარულისთვის და ერთი დიდი სიკეთისთვის უნდა მიმეძღვნა

სწორედ ამ მიზეზით,  სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე, ჩააბარა და  წელიდანახევარია, მის  ყოველდღიურობას ხელოვნება და სტუდიაში მუშაობა შეადგენს…

გამოფენაში მონაწილე მხატვრები არიან:

ნინო ყურაშვილი

მზექალა ბერძენიშვილი

მაია გამჯაშვილი

ოთარ კანდარია

მაია სამჭკუაშვილი

მარიკა ხიდირბეგიშვილი

გემა (ანი გემაზაშვილი)

ლიზი აფაკიძე

არსენ გვენეტაძე

მარიამ ყანდიაშვილი

ვიქტორია როსტომაშვილი

ელენა ვასილკოვსკაია

ანა ბოტკოველი

ანა დედაბრიშვილი

ნინო ვადაკორია

გუგა კაკაბაძე

სოფია ბელთაძე

დავით რაზმაძე

*რედ

ნატალია მეგუთნიშვილი

ნატო მეგუთნიშვილი

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI