წარმოგიდგენთ ალექს კიკვიძეს, ქართველ მუსიკოსს საქართველოდან!

ალექს კიკვიძე, ქართველი მუსიკოსია, რომელიც ბარსელონას პატარა მყუდრო ბარ-პაბში სახელწოდებით: „IDEA BAR“ გეგმავს პატარა მუსიკალურ შეხვედრას ქართველი ემიგრანტებისთვის და არამარტო…

16 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, მოისმენთ მუსიკას ცოცხალი შესრულებით, საღამოზე დასწრებას შეძლებთ სიმბოლურ ფასად: 5 ევროდ.

თანამედროვე მუსიკის მოყვარულებს გეძლევათ შანსი მოისმინოთ არაჩვეულებრივი მუსიკა და ასევე გაიცნოთ ერთმანეთი. ალექსის რეპერტუარი მრავალფეროვანია და შედგება: ქართული, ინგლისური ჯაზ-ფანკის კომპოზიციებისგან.

იგი 2018 წელს მონაწილეობას იღებდა ქართულ „Xფაქტორში“ და ამბობს, რომ მომავალ წელს ესპანეთის კონკურსში გეგმავს მონაწილეობის მიღებას.

აღსანიშნავია, რომ ალექსმა, ბარსელონის ქართული ემიგრაციას და ადგილობრივ ესპანურ მოსახლეობას თავი განსაკუთრებით დაამახსოვრა პანდემიის დროს, კარანტინის პერიოდში, როდესაც მთელი ესპანეთი ჩაიკეტა თვეების მანძილზე 2020 წლის  14 მარტს.

ჩვენთვის, ყველაზე უჩვეულო სიტუაციაში და სრულ ჩაკეტილობაში, როდესაც გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ დადგენილ საათებში და მხოლოდ პროდუქტის შესაძენად გვქონდა, ალექსი,  მის მუსიკოს მეგობრებთან ერთად, სიმღერით და მუსიკით  ამხნევებდა მოსახლეობას.

საბედნიეროდ დღეს გვაქვს შეხვედრის და გადაადგილების უფლება. გირჩევთ ეს შანსი გამოიყენოთ და 16 ოქტობერს შაბათის საღამო სასიამოვნოდ დაგეგმოთ.

მისამართი: IDEA BAR / Sant Domenec Del Call 8, 08002 Barcelona, España

ტექსტი შეადგინა: თამარ ბურდულმა

გააზიარე
TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI